დავით ქართველიშვილი: „ნაცსექტა“ ჩასაძირია, ხოლო მორიგი "პლასტიკური ოპერაციის" შემდეგ, "განახლებული" „ნაცები“ ცდილობენ ახალ პოლიტიკურ მომავალში "სუფთა ხელებით" შემოაბიჯონ...“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 24 ოქტომბერი 2023, 23:03
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სამნიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელს უშლის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

ქართველიშვილის სვამს კითხვას, საინტერესოა, რატომ გახდა იძულებული ხათუნა სამნიძე, თავისი ახალი კოლეგები დაედანაშაულებინა საქართველოსთვის ევრო-სტატუსის მინიჭების პროცესში გამიზნულ ხელის შეშლაში. „როდესაც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობადი სახე, ექს-ომბუდსმენი გიორგი ტუღუში იძულებული იყო თავის ყოველწლიურ ანგარიშებში ნაწილობრივ მაინც ემხილა ჯალათობრივი რეჟიმი, გებადებოდა კითხვა, რატომ გააკეთა ეს? როდესაც ნაცების ერთგული VIP-მომხრე კაკო ბობოხიძე პირდაპირ ეთერში გვეუბნება: "რომ არა ჩვენი საარჩევნო მანიპულაციები 2012 წელს, ოცნება 70%-ს აიღებდა" კვლავ გებადება კითხვა, რა მოტივაციით "ჩაუშვა" მან თავისი კოლეგები და საჯაროდ ამხილა ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში? როდესაც "ნეო-ნაცი" ხათუნა სამნიძე იძულებული გახდა თავისი ახალი კოლეგები დაედანაშაულებინა საქართველოსთვის ევრო-სტატუსის მინიჭების პროცესში გამიზნულ ხელის შეშლაში კვლავ იგივე შეკითხვა გებადება, რა ხდება? ჩემი აზრით, ხდება ამ კორპორაციისთვის დამახასიათებელი პროცესის მორიგი მცდელობა "ახალ მატარებელში" გადაჯდომის სახით. იმ მატარებელში, რომელმაც 2024-ის არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს ისინი, ახალი "მემანქანითა" და ახალი "ბორტგამცილებლებით"... როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილთან ვიზიტებმა არ ჩაიარეს უშედეგოდ და ვიზიტორებმა საჭირო რჩევა-დარიგებები მიიღეს. აშკარად "დაემთხვა" ეს ყველაფერი აშშ-ს ახალი ელჩის ჩამოსვლას და ქართულ პოლიტტექნოლოგებში საჭირო კორექტივების შეტანას - „ნაცსექტა“ ჩასაძირია, ხოლო მორიგი "პლასტიკური ოპერაციის" შემდეგ, "განახლებული" „ნაცები“ ცდილობენ ახალ პოლიტიკურ მომავალში "სუფთა ხელებით" შემოაბიჯონ...“- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით „ფორმულას" ინფორმაციაზე: ქვეყნის დამაზიანებელი არხი კვლავ ფორმაშია, ეს სრული დეზინფორმაციაა - ევროკავშირი არ გახლავთ „ნაცმოძრაობის“ უკანა ეზო
ლევან ნიკოლეიშვილი სენატორ ბენ კარდინის განცხადებაზე: მეთიუ მილერი ხომ პერიოდულად სანქციებით გვემუქრება, ახლა სენატორი კარდინი გამოხტა, არჩევნებს დავიცავთო! ოღონდ მანამდე ძალიან გაგვიხარდება, ბატონ ტრამპს თუ დაიცავთ, ერთ თვეში, რომ ორჯერ კინაღამ მოკლეს
გია აბაშიძე: აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს სცალია და თურმე საქართველოს არჩევნების „დაცვაზე“ ზრუნავს და როგორ „იცავენ“ მათთვის „არასასურველ“ არჩევანს, აკერმანისეული ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციით?
ნანა კაკაბაძე: „ბოდიშთან“ დაკავშირებული ოპოზიციის ინტერპრეტაციები იმას გვიმტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებაში არ უნდა მოვუშვათ ადამიანები, რომლებიც ამას ყველანაირი ტყუილის ფასად ცდილობენ
გია აბაშიძე: საქართველოს არაკეთილმოსურნეთა პროპაგანდა უაზროდ ყეფს, ჩვენი ქვეყანა კი წინ მიდის - ღია მმართველობის და კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსებით კვლავ ვლიდერობთ
არქივი