დავით ქართველიშვილი ოპოზიციის განცხადებებზე: „ოქროს მოწმეთა" ჩვენების ტოლფასია მსგავსი წამოცდენები, ფაქტიურად საბრალდებო აღიარებაა აგენტოკრატებისა და მათი ადგილობრივი მარიონეტების დანაშაულებრივი ალიანსის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
170 25 ოქტომბერი 2023, 16:08
ქართულ პოლიტიკაში შექმნილი ვითარება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა რაგბიში გავრცელებულ თამაშის წესს შეადარა და ამ წესით თამაშისას პოლიტიკურ ოპონენტებს წაგება უწინასწარმეტყველა. „რაგბიში არის საინტერესო თამაშის წესი, ძალზე მიესადაგება ქართულ პოლიტიკას. მას ჰქვია „დამახსოვრებული ჯარიმა", როდესაც მსაჯმა დაგაჯარიმა, მაგრამ, თუ ბურთი შენს მოწინააღმდეგეს აქვს, თამაში არ წყდება და მას მისი გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევა, თქვენს ჩათვლის მოედანზე ლელოს დადების ჩათვლით. თუმცა, თუ მოწინააღმდეგე ვერ ახორციელებს ამ უპირატესობის რეალიზებას, „ჯარიმის დამახსოვრება" უსასრულო არაა და დროთა განმავლობაში, თუ ამ მდგომარეობის პერიოდი ამოიწურა და ბურთი უკვე თქვენს ხელში მოხვდა, თამაში უკვე თქვენს სასარგებლოდ გრძელდება, ამჯერად მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანში ლელოს დადების ჩათვლით. ზუსტად ასეთი წამოცდენა ჰქონდა ჩერგოლეიშვილ/ბოკერიას ტანდემს, რომელმაც თავისი ყოფილი კოლეგები უტვინობაში დაადანაშაულა. მათ ვერ ისარგებლეს „ჯარიმის დამახსოვრების" რეჟიმით და ვერ გამოიყენეს „ევროკავშირის მიერ ინსპირირებული კრიზისი". ევროკავშირის მიერ დაწესებული „ჯარიმის დამახსოვრების" დრო ისე გავიდა, რომ ნაცებმა ამ უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს, ბურთი გადმოვიდა ჩვენს მხარეზე და გამარჯვების „ლელოს" დადება მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანზე მხოლოდ დროის ამბავია. „ოქროს მოწმეთა" ჩვენების ტოლფასია მსგავსი წამოცდენები, ფაქტიურად საბრალდებო აღიარებაა აგენტოკრატებისა და მათი ადგილობრივი მარიონეტების დანაშაულებრივი ალიანსის წინააღმდეგ. მანამდე გავიგეთ, რა დონის ჯალათები იყვნენ, რა მანიპულაციებით ატარებდნენ არჩევნებს, რა ანტისახელმწიფოებრივ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ ევროინტეგრაციის პლატფორმაზე. დღეს ამ და სხვა ხელოვნური კრიზისების კატალიზატორად ევროკავშირი დასახელდა. ხვალ რა ახალი აღიარება გველოდება, საკითხავი ეგ არის,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ოკმელაშვილის დაკავებაზე: ეს ადამიანი, კლიპმეიკერად რომ ასაღებენ, არის შსს-ს მიერ დაკავებული პოლიციელებზე მოძალადე - USAID კიდევ ბევრ ასეთ მოძალადეს აფინანსებთ?
არქივი