ზურაბ ქადაგიძე: ნული რეიტინგის მქონე სალომეს რომ ღალატის ფორმულა გახარიას და დეგნანის ფრეილინა ლომჯარიას დაუმატებ, რა უნდა მიიღო?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
176 26 ოქტომბერი 2023, 15:18

გახუნებულ ოპოზიციურ პალიტრას რომ სახე შეუნარჩუნოს, გლობალურმა ომის პარტიამ ახალი სქემა დახატა სათამაშო დაფაზე და შესაბამისად, ოპოზიციონერი თოჯინების გადაადგილების დროც დადგა, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძის თქმით, როგორც ჩანს გარე აქტორებმა რიტორიკა შეცვალეს და ბოლო ფსონი: ზურაბიშვილ-გახარია-ლომჯარიაზე დაიდო, იქნებ ამ პროექტმა მაინც გაამართლოსო.

„სტატუსით ვაჭრობას ყავლი გაუვიდა. დეკემბერში უარყოფითი პასუხის შემთხვევაში არც რევოლუცია მოხდება და არც პოლიტიკური კრიზისი, რისი მცდელობებიც იყო ამ ერთი წლის განმავლობაში.

უფრო მეტიც, დასავლეთის მხრიდან უსამართლობის დემონსტრირება, თვითონ დასავლეთს დააზიანებს და მისი, როგორც არასანდო პარტნიორის იმიჯს საბოლოოდ დაამკვიდრებს ქართულ საზოგადოებაში.

აქედან გამომდინარეა, რომ რიტორიკა შეცვალეს როგორც გარე აქტორებმა, ასევე ჩვენმა უსამშობლო ბენეფიციარებმა და “თეთრ ყვავობაში” ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ზოგი ღიად დაუპირისპირდა თანაპარტიელებს და სტატუსის მიღების საბოტირებაში დაადანაშაულა, ხოლო სხვებმა ახალი სიბრძნე მოიფიქრეს სტატუსს მოგვცემენ, ოღონდ ქართული საზოგადოების დამსახურებისთვისო…

მოკლედ, სრულად გამარგინალებას, ერთმანეთზე გადავლა ამჯობინეს და დაიწყეს თავის მართლება, რომ ისინი სუფთები არიან, ოღონდ სხვა ოპოზიციონერები აშავებენ.

გახუნებულ ოპოზიციურ პალიტრას რომ სახე შეუნარჩუნოს, გლობალურმა ომის პარტიამ ახალი სქემა დახატა სათამაშო დაფაზე და შესაბამისად, ოპოზიციონერი თოჯინების გადაადგილების დროც დადგა.

ვაშაძე-ხაბეიშვილის დუეტი იმაზე ბითური აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ, ხოლო ლЯკა ხოშტარიასა და ჯაფარიძის რუს-შარვალჩახდილთა ტანდემი - უნიათო.

ლელოს თაღლითთა გილდიამ, ვერაფერი მოახერხა და ბოლო ფსონი ზურაბიშვილ-გახარია-ლომჯარიაზე დაიდო, იქნებ ამ პროექტმა მაინც გაამართლოს.

სოლიდურობისთვის, ყველა პატრონისმაძიებელ და “გამოგირჩებულ” პოლიტიკოსს მიაკედლებენ, რომ ძლიერი იმიჯის იმიტაცია შექმნან,
თუმცა…
უსამშობლოთა ახალი ტრიო, იმაზე მკვდრადშობილი პროექტია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
ნული რეიტინგის მქონე სალომეს რომ ღალატის ფორმულა გახარიას და დეგნანის ფრეილინა ლომჯარიას დაუმატებ, რა უნდა მიიღო?
ნუ აქ-იქ ბესელია, ელისაშვილი, გირჩები და პატრონმაძიებელი ელემენტების დამატებით არაფერი ემატება თუ არ დააკლდა… მოკლედ ნულს ნული, უდრის ნულს!“, - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძის სტუმრობას თურქეთის რესპუბლიკაში თამამად შეიძლება ვუწოდოთ მაღალი დონის ვიზიტი. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე არამარტო სიტყვით, საქმითაც დადასტურდება
დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის "გმირი", დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
არქივი