თამარ ჩიბურდანიძე სალომე ზურაბიშვილს: თეონა აქუბარდიამ რა დონის შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი კობახიძეს თქვენი იმპიჩმენტის დღეს. რატომ არ დაგმეთ ეს იქვე, იმ დარბაზში?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 31 ოქტომბერი 2023, 22:27
"ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
ჩიბურდანიძეს ოპოზიციის მიერ მმართველი გუნდის წევრთა შეურაცხყოფის რამდენიმე მაგალითი მოჰყავს და პრეზიდენტს ეკითხება, მაშინ რატომ არ ჰქონდა მას მსგავს ფაქტებზე რეაქცია.
"საქართველოს პრეზიდენტი გაბრაზდა პარლამენტში ქალი დეპუტატის მიმართ ცუდ მიმართვაზე. დიახ, ეს მიუღებელია ჩვენთვისაც და ამაზე უკვე მოიხადა ბოდიში ირაკლი ბერაიამ. მაგრამ, ვინ მოიხადა ბოდიში ჩემს წინაშე, როდესაც ანა ნაცვლიშვილი სახეში წყალს მასხამდა, ხოლო სალომე სამადაშვილი ტელეფონს მიმტვრევდა ასევე ქალს? ან ვინ მოიხადა ბოდიში იმ ქალებიდან (თუ ალქაჯებიდან), რომლებმაც ქალ მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნასთან შეურაცხმყოფელი ბანერი გაუშალეს?
პრეზიდენტო, მაშინ რატომ არ დაგმეთ ეს ფაქტები? ჩვენ ქალები არა ვართ? ან რა შუაშია ქალი, შეურაცხყოფა შეურაცხყოფაა. თავად თეონა აქუბარდიამ რა დონის შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი კობახიძეს თქვენი იმპიჩმენტის დღეს. რატომ არ დაგმეთ ეს  იქვე, იმ დარბაზში? ალბათ იმიტომ, რომ ქალური ღირსება თქვენთვის არაფერს ნიშნავს, რადგან  ქალებს პოლიტიკური ნიშნით ყოფთ. რაც შეეხება იაგო ხვიჩიას, დღეს რომ პირველი გამოეხმაურა ამ ფაქტს, თეა წულუკიანის უკან გაშლილ უზნეო ბანერთან გაღიმებული იდგა. ეს არის თქვენი "კაცობაც" და "ქალობაც". კიდევ ერთხელ ვგმობ არა მხოლოდ ქალის, არამედ ნებისმიერი პირის მიმართ შეურაცხყოფას, მაგრამ როდესაც პიროვნება ბოდიშს იხდის ამაზე, ესეც აღნიშვნის ღირსია.სწორედ ეს კაცობა არა გაქვთ ოპოზიციას და ვერც გექნებათ ასეთი პოლიტიკის შემოქმედს," - წერს ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის "გმირი", დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს
არქივი