ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის „დავრდომილ“ ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე, თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 06 ნოემბერი 2023, 15:58

ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის „დავრდომილ“ ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე, თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება, - ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

სააკაშვილის განმარტებით, ფიზიკურად აქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ყოფილა უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა.

„ფიზიკურად, რა თქმა უნდა, მაქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ვყოფილვარ უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა და სრულიად ნათლად ვხედავ ჩემი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის მიმართულებას და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მის პერსპექტივებს. ასევე, მაძლიერებს ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ქართველი ხალხისგან, რომლისთვისაც არასდროს მიღალატია და არც ვუღალატებ - არ მივატოვე და არც მივატოვებ ამ განსაცდელის ჟამს! ერთიანობა და განახლება რჩება ჩვენი ბრძოლის მთავარ პრიორიტეტად“,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანრი ოხანაშვილმა რეგლამენტის დარღვევისთვის კომიტეტის სხდომიდან სალომე სამადაშვილიც გააძევა
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ხვიჩა მაქაცარია: ვრჩები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის და ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული, როგორც ბიზნესმენიც და როგორც საქართველოს მოქალაქეც
ედიშერ გვენეტაძე-მერამდენედ მიმდინარეობს მიზანმიმართული პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ხელმძღვანელობას ამჟამად ნაცებისაგან დავალებული აქვთ პოლიციის გამოწვევა, შეტევა საკანონმდებლო ორგანოზე და მერე სისხლისღვრის გამოწვევა
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: მავნებლები ხართ, არაფერი თქვენში სახელმწიფოებრივი არ არის. ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
არქივი