გია აბაშიძე: სააკაშვილის მეხუთე კოლონას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სავარაუდო მიღებამდე რუსმა ოკუპანტებმა სისხლიანი „საჩუქარი“ გაუკეთეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 06 ნოემბერი 2023, 21:07

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ჩვენი თანამემამულე - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.

მისი თქმით, სააკაშვილის მეხუთე კოლონას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სავარაუდო მიღებამდე რუსმა ოკუპანტებმა სისხლიანი "საჩუქარი" გაუკეთეს.


„სააკაშვილის მეხუთე კოლონას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სავარაუდო მიღებამდე რუსმა ოკუპანტებმა სისხლიანი "საჩუქარი" გაუკეთეს.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ჩვენი თანამემამულე.

სუსის ცნობით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით.

საქართველოს შიდა და გარე მტრების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დამთხვევები არ არსებობს. ნაცოპოზიცია ორკესტრირებულად და გააფთრებით უტევს ევროინტეგრაციის პროცესს, ბრიუსელისგან ითხოვენ რაღაც არარსებულ პირობებს და მათ დესტრუქციას ჩვენი თანამემამულის გაწირვის სახით მხარს უბამენ რუსი აგრესორები. მშვიდობა და გამარჯვება საქართველოს! “ - წერს აბაშიძე facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ოკმელაშვილის დაკავებაზე: ეს ადამიანი, კლიპმეიკერად რომ ასაღებენ, არის შსს-ს მიერ დაკავებული პოლიციელებზე მოძალადე - USAID კიდევ ბევრ ასეთ მოძალადეს აფინანსებთ?
არქივი