ზაალ ანჯაფარიძე პარტია „ლელოს“ შესახებ: ადამიანის სისხლზე და სიკვდილზე სპეკულაციის ხელოსნები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 06 ნოემბერი 2023, 21:09

ადამიანის სისხლზე და სიკვდილზე სპეკულაციის ხელოსნები, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, პარტია „ლელოს“ მიერ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა „ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის” შედეგია.

ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ პარტია „ლელოს“ წევრები ევროკავშირს ეხვეწებიან, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ, შეუსრულებადი წინაპირობები დაურთონ.

„ადამიანის სისხლზე და სიკვდილზე სპეკულაციის ხელოსნები. აქ ბინძურ პროპაგანდას ხომ ეწევიან, იქ უარესს შვრებიან.
მათი წევრები ახლა ამ წუთებში ბრიუსელში არიან და ევროკავშირს ეხვეწებიან, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემთ, ისე მაინც გააკეთეთ, რომ შეუსრულებადი წინაპირობები დაურთეთო.“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძის სტუმრობას თურქეთის რესპუბლიკაში თამამად შეიძლება ვუწოდოთ მაღალი დონის ვიზიტი. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე არამარტო სიტყვით, საქმითაც დადასტურდება
დავით ქართველიშვილი: აგვისტოს ომის "გმირი", დასავლეთ საქართველოში რუსი გენერლის სერგეი ჩაბანის პირადი მძღოლი, ზაზა გოროზიაც გამოჩნდა "ანტირუსულ" მიტინგზე
მამუკა მდინარაძე - მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ-თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გამოვხატე საქართველოს მზაობა ყველა მიმართულებით ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე
კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
არქივი