247
07 ნოემბერი 2023, 12:55
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში 2007 წლის 7 ნოემბრის უმძიმეს დღეს იხსენებს, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ ტელეკომპანია „იმედი“ უმოწყალოდ იქნა დარბეული.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, 7 ნოემბრისა და იმ რეჟიმის შემოქმედების მხრიდან ხმის ამოღება, რომელთა დროსაც რუსული ოკუპაცია გაფართოვდა, სწორედ იმის ბრალია, რომ საქართველოს თავისი „ნიურნბერგი“ არ ეღირსა.
„2007 წლის 7 ნოემბერი იყო ლიბერალური ფაშიზმის სისხლიანი აღლუმი, ჩატარებული იქ, სადაც 1956 წლის მარტში და 1989 წლის აპრილში, ასევე, დათხეული იყო ქართული სისხლი კიდევ ერთი ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან. ეს იყო უსამშობლო ნაცსექტის აღლუმი, რომლისთვისაც ის საგულდაგულოდ ემზადებოდა ქართველ ხალხზე წამების ახალი ტექნიკური საშუალებების გამოსაცდელად, მისი მენტალური გენოციდისა და ქართველობის ხერხემალში გადატეხის მიზანმიმართული ოპერაციის ფარგლებში. ეს იყო საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორის გზავნილი საზოგადოებისკენ: „იცოდეთ თქვენი ადგილი და ფასი „ჩემს მიერ აშენებულ სახელმწიფოში“.
დღეს ამ საკონცენტრაციო ბანაკის მომსახურე პერსონალი თავს უფლებას რომ აძლევს და ხმის ამოღებას რომ გვიბედავს, ზუსტად იმის ბრალია, რომ საქართველოს თავისი „ნიურნბერგი“ არ ეღირსა. ამიტომაც არის ლიბერალური ფაშიზმის იმ სისხლიანი აღლუმის ერთ-ერთი სცენარის ავტორი ნიკა გვარამია დღეს გისოსებს მიღმა, ამიტომ ელოდება თავის დამსახურებულ ვერდიქტს სწორედ ამ საქმეზე ბელადი სააკაშვილი. მათ შორის კი, საკუთარ თავს სამარცხვინო ადგილი მიუჩინა დღეს იმ 7 ნოემბრის ასევე ერთ-ერთმა მსხვერპლმა სალომე ზურაბიშვილმა.“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |