სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
დავით ქართველიშვილი გვარამიას პასუხობს: ყველაფერი, რაც სატანის მოციქულებს მათივე გამოგონილი იარაღით მათ სამარეში ჩააგდებს - ჩვენი გამარჯვებაა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 08 ნოემბერი 2023, 15:20
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე ნიკა გვარამიას პოზიციას სოციალურ ქსელში პასუხობს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორხ ის აცხადებს, „ეს არის მოკლედ, ნაცსექტის ბანაკიდან გამოტანილი „სიხარულის" ჩემებური პირველადი შეფასება“.
„აბა დაიწყო! 1967 წელს John W. Lennon-მა ინგლისის ერთ-ერთი კოლეჯის მოსწავლის წერილი მიიღო: „ჩვენი ინგლისურის მასწავლებელი ისეთი დონის თქვენი ფანატიაო, რომ გაკვეთილებზე The Beatles-ის სიმღერების ტექსტების მიხედვით გვასწავლის მშობლიურ ენასო". ამის საპასუხოდ, ჯონ ლენონმა დაწერა სიმღერა „I'm walrus", სრულიად იდიოტური და აბდაუბდა ტექსტით - აბა ახლა ისწავლეთო, ამის მიხედვითო, ინგლისურიო.
და აი ისიც - ნიკა გვარამია, თავისი აბდაუბდა ტექსტით, „პირველი მერცხალი" ბრიუსელში გამოცხადებული ვერდიქტის „ქავერისა" და ინტერპრეტაციის ავტორი. მოგვცესო (ამათი დედა ვატირეო)! მაგრამ, მოგვცესო კრედიტის „პონტშიო"! 15 დეკემბერს „ნაფიც მსაჯულთა" სრულმა შემადგენლობამ უნდა დაადასტუროსო და შეიძლება ისეც მოხდესო, რომ სრული კონსენსუსი (ამის დედა ვატირეო) არ შედგესო. ამიტომ, 40 დღით ადრე მაინც ნუ გავიხარებთო მაინც და მაინცო და „ჩერეზჩურო" - „საზვერეები" ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვსო. თუმცაო, ჩვენ კი არა, ეს „საზვერეები" ხელისუფლებას აქვსო გასავლელი და ჯერ კიდევ დრო გვაქვსო, რომ ჩვენმა ლუციფერის მეზვერეებმა მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან მას. ისეთ დღეში ჩააგდონ, რომ „ჭეშმარიტ" (ანუ, ჩვენებურ) ევროპულ ფასეულობებს ვეღარ გაუძლონ, ქვესკნელს დანებდნენ და „ედემის ბაღამდე" ვეღარ მიაღწიონ. აი ეს არის მოკლედ, ნაცსექტის ბანაკიდან გამოტანილი „სიხარულის" ჩემებური პირველადი შეფასება. დარწმუნებული ვარ - დღის ბოლომდე პოპკორნი არ გვეყოფა, „ცისარტყელასებრი" ისეთი მრავალფეროვანი „სიხარული" ვიხილოთ. დანარჩენ ნორმალურებს კი, ამ საწყის, ტაქტიკური ხასიათის გამარჯვებას, გილოცავთ! ყველაფერი, რაც სატანის მოციქულებს მათივე გამოგონილი იარაღით მათ სამარეში ჩააგდებს - ჩვენი გამარჯვებაა!“ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა
ლევან ნიკოლეიშვილი: ჯარის დაფინანსება გააჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა, ორმხრივი წვრთნებიც შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო - ეს არის მარტივი ჭეშმარიტება
დავით ჩიხელიძე: სანამ არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ზეწოლის და შანტაჟის მიზეზი არ დაილევა!
დავით ჩიხელიძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა
გია აბაშიძე-ვითომ რუსული კანონის გამპროტესტებელი ადამ კინზინგერი "ქართულ ოცნებას" ვითომ აკრიტიკებს. ექს-კონგრესმენს, ქართველი ლიბძებილების დროებით კუმირს კინზინგერს გაქცეული ნაცჩინოვნიკები არ უხდიან
არქივი