სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ზურაბ ქადაგიძე: პროექტი „სალომე ზურაბიშვილი“ უკვე დაიწყო - შეაგროვებინებენ სიმბოლურ ხელმოწერებს და ზარ-ზეიმით ჩაატანინებენ ბრიუსელში, თითქოს კანდიდატის სტატუსი მისი ძალისხმევაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
165 08 ნოემბერი 2023, 23:19
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, „გლობალური ომის პარტიას“ არ აწყობს აღნიშნული მიღწევა „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირდეს, ამიტომ პოლიტიკურ ველზე „ახალ ძალას“ - სალომე ზურაბიშვილს შემოიყვანს და შეეცდება,  მას მიაკუთვნოს ხელისუფლების ეს მიღწევა. 

„ოპოზიციის „რებრენდინგი“ და ახალი პროექტი - „სალომე ზურაბიშვილი“…

მას შემდეგ, რაც მიშა კონტეინერით შემოაპარეს და რევოლუცია ვერ მოაწყო, სიმულაციით სამოქალაქო დაპირისპირება ვერ გამოიწვია და ის რეიტინგიც კი გაუქრა, რაც ფანტომურად ჰქონდა, ფაქტობრივად ჩამოწერეს საქონელივით.

მეორე ფრონტის პროექტი  ჩავარდა და სტატუსით ვაჭრობამ „მაიდანი“ ვერ გამოიწვია, რუსული იარლიყების მიკერებამ კანონპროექტებზე სამოქალაქო დაპირისპირება ვერ აპროვოცირა, უკუპროპორციულად თვითონ დააზარალა ე.წ. გლობალური ომის პარტია.

აქედან გამომდინარე, ასეთი ფორმაციის რადიკალიზმმა და სტატუსით ვაჭრობამ ამოწურა საკუთარი თავი.

ამიტომაც, სტატუსს არა სახელმწიფო პოლიტიკის დამსახურებად, არამედ კონკრეტული პოლიტიკური აქტორების ძალისხმევად შემოსაღებას ეცდება „ომის პარტია“ და საკუთარი ადგილობრივი ფილიალის „რებრენდინგს“ შემოგვთავაზებს.

პროექტი - „სალომე ზურაბიშვილი“ უკვე დაიწყო. 

შეაგროვებინებენ სიმბოლურ ხელმოწერებს და დიდი ზარ-ზეიმით ჩაატანინებენ ბრიუსელში. 

ეს, იმის დემონსტრირება იქნება, რომ პრეზიდენტმა ჩაიტანა ქართველი ხალხის ნება ევროპაში და დეკემბრის გადაწყვეტილებაც მისი ძალისხმევაა.

პარალელურად, ხაზარაძეებს, გახარიებს, ლომჯარიებს, ხუხაშვილებს და ათასი რჯულის უსამშობლოს მიდენიან ცხვრებივით სალომესთან და მის გარშემო ეცდებიან შექმნან „სოლიდური“ ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც ექნება ფასადური იმიჯი, თუმცა ნულოვანი მხარდაჭერა მოსახლეობისაგან, რადგან ერთი ეგეთი პროექტი ფასადური იმიჯითა და ფსევდოევროპული ღირებულებებით იყო - „ვარდების რევოლუცია“.

2003 წელს საქართველოში მოხდა ტრაგედია, რომლის მემკვიდრეობაც დღემდე მოუშუშებელია ქართველი ხალხისთვის და იგივე ანალოგი 2024 წელს იქნება ფარსი, რადგან ქართველი ადამიანის ბუნებას ცუდად იცნობენ - ბევრჯერ დაუშვებს შეცდომას, მაგრამ ერთხელ გადაგდებულ „აგენტოკრატების“ უღელს უკან აღარ დაიდგამს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა
გია აბაშიძე-ვითომ რუსული კანონის გამპროტესტებელი ადამ კინზინგერი "ქართულ ოცნებას" ვითომ აკრიტიკებს. ექს-კონგრესმენს, ქართველი ლიბძებილების დროებით კუმირს კინზინგერს გაქცეული ნაცჩინოვნიკები არ უხდიან
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან მარტივია დაინახო 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ძალიან მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ საქართველოს შორის, ძალიან მარტივია რადგან რიცხვები არ და ვერ იტყუებიან
დავით ქართველიშვილი რადიკალებს: ქართულ საზოგადოებაში ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა ქართულმა გენმა და ქართველობის კოდმა, ასე რომ, ტყუილად ნუ შეწუხდებით
ზურაბ ქადაგიძე სუს-ის განცხადებაზე-საქართველომ ყველა საშუალება და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის. ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნას, დამკვეთები დადგენილი და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მკაცრად პასუხგებული
არქივი