რომან გოცირიძე: სტატუსმა და მომდევნო ვალდებულებებმა ოპოზიციას შეუქმნა სამოქმედო გეგმა, როგორც იტყვიან, ტუზივით დაეცა და თუ ვერ გამოვიყენებთ, საკუთარ თავებს უნდა დავაბრალოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
231 11 ნოემბერი 2023, 17:51
სტატუსმა და მომდევნო ვალდებულებებმა ოპოზიციას შეუქმნა სამოქმედო გეგმა, როგორც იტყვიან, ტუზივით დაეცა თავზე და თუ ამ შანსს ვერ გამოვიყენებთ, საკუთარ თავებს უნდა დავაბრალოთ. - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" წევრი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს ოპოზიციის გაერთიანების იდეოლოგიურ თუ პროგრამულ კრიტერიუმებზე საუბარი დაგვიანებულია. ამაზე წლების წინ უნდა გვეფიქრა.

ახლა დეკემბრის მოლოდინში ვართ, რომ სტატუსით დე იურე გავიხაროთ, მერე ახალი წლებია და ტრადიციული პაუზა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მერე საარჩევნო პერიოდშიც შევდივართ. მიუტევებელი შეცდომა იქნება, თუ არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, როგორც გვჩვევია, დავიწყებთ “ბლოკების” შეკოწიწებას. ოპოზიციის გაერთიანება უნდა მოხდეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებისათვის დადგენილი 9 წინაპირობის ირგვლივ. “ქართული ოცნება” უნდა მოვაქციოთ როგორც შიგა, ასევე საგარეო მძლავრი პრესინგის ქვეშ. რადგან სტატუსი უკვე აქვს ქვეყანას და მისი დაკარგვის არც იურიდიული და არც ისტორიული პრეცედენტი არსებობს, ევროკავშირი გაცილებით მკაცრი იქნება ხელისუფლების მიმართ და შესაძლოა არც უფრო მძიმე სანქციებს მოერიდოს ანტიდასავლური რიტორიკისა და პრორუსული ქმედებების, ასევე ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. თავზე ხელის გადასმის დრო დამთავრდა. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვაჩვენოთ ნათლად, თუ რამდენ მილიარდებს( დიახ, მილიარდებს) დაგვაკარგვინებს ხელისუფლება რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რომელიც კანდიტატის სტატუსის მქონე ქვეყნებისათვის არის გამოყოფილი ევროკავშირის სხვადასხვა ფონდიდან.

როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სტრატეგია წინასაარჩევნოდ:

უნდა შეიქმნას ხუთპროცენტიანი ბარიერის გადამლახავი 4 კოალიცია:

ნაციონალური მოძრაობა და მასთან მიერთებული პარტიები. 2. ნაციონალური მოძრაობის ტოლფასი ან მასზე ძლიერი მთავარი ოპოზიციური კოალიცია, სადაც გაერთიანდება ყველა საპარლამენტო ოპოზიცია და პოლიტიკური ჯგუფი გარდა ნაციონალური მოძრაობისა და ე. წ. გახარიას პარტიისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი. აქვე მოვიაზრებ ნიკა მელიას ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების ახალ პარტიას, რომლის შექმნაც გარდაუვალია ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებული მძიმე პროცესების შემდეგ.3. გახარიას ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფები4. იმ პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ ზემოთ ჩამოთვლილ “ბლოკებთან” ერთად ყოფნა და რომლებსაც გაერთიანების შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეთ ხუთპროცენტიანი ბარიერის დაძლევის შანსი. ამ კოლიციებში უნდა იყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოებრივად ცნობადი ცალკეული უპარტიო პირები და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ წლების განმავლობაში. პატარა პარტიები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ვერ იპოვიან თავიანთ ადგილს რომელიმე გაერთიანებაში, მოიქცევიან უპასუხისმგებლოდ და საბოლოო ჯამში “ქართული ოცნების” წისქვილზე დაასხამენ წყალს. ამ კონფიგურაციის ჩამოყალიბების გარეშე ბარიერს გადალახავს ნაციონალური მოძრაობა და შესაძლოა გახარიას პარტია( არაგარანტირებულად) და უმცირესობაში მყოფი “ქართული ოცნება” კვლავ მოგვევლინება პარლამენტში უმრავლესობის სახით. დღეის მდგომარეობით ეს ბოლო სცენარი უფრო რეალურად გამოიყურება, ვიდრე ის, სადაც ოპოზიცია ახერხებს კონსოლიდაციას. სტატუსმა და მომდევნო ვალდებულებებმა ოპოზიციას შეუქმნა სამოქმედო გეგმა, როგორც იტყვიან, ტუზივით დაეცა თავზე და თუ ამ შანსს ვერ გამოვიყენებთ, საკუთარ თავებს უნდა დავაბრალოთ" - წერს რომან გოცირიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია კვესიტაძის მიერ გამოქვეყნებულ "იმედის" ჟურნალისტების სიაზე: ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს, ის ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ "ოპოზიციის" აზრს - განცხადების ავტორებს მინდა ვუთხრა, ტიტუშკები რუსულ ფულთან ერთად, თქვენს ბინძურ ბანაკში მოიკითხეთ
ბიძინა გიორგობიანი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: იმედია, სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს
ედიშერ გვენეტაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე-ეჭვი მაქვს ეს ძალადობა გამოწვეული და დადგმული ხომ არ არის იგივე ე.წ. ოპოზიციის მიერ, რომ დაძაბოს ვითარება, შემდეგ კი ქვეყანაში დაიწყოს უმართავი პროცესები
დავით ჩიხელიძე - ოპოზიციამ დაინახა, რომ აქციას ხალხი აკლდებოდა, მათ საზოგადოების გაბრაზების ახალი მიზეზი სჭირდებოდათ, რისთვისაც ჟურნალისტები გამოიყენეს, მათთვის ხომ ადამიანური მსხვერპლი მხოლოდ სტატისტიკაა, ისინი ყოველ ადამიანს მიზნისკენ მისაღწევ ინსტრუმენტად განიხილავენ
დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე - უცნაური ქრონოლოგია: სუსმა გამოითხოვა კუნთმაგარი ბიჭებიო, მაკა ამხელა ქალაქში აგნებს მათ ზუსტ ლოკაციას, ზურა გირჩი აღმოჩნდა ზუსტად იმ ლოკაციაზე, ცემის კადრს უწყვეტად იღებს ვიღაც ტელეფონით - ეს პროვოკაცია არ არის?
არქივი