ზურაბ ქადაგიძე ნოდარ მელაძეს:100 მეტრი დაასახელე სად არის, რაც ოკუპანტმა ქვეყანამ მიიტაცა? ვერ დაასახელებ, რადგან სადაც ახლა ისინი დათარეშობენ, ჯერ შენმა საყვარელმა პარტიამ მოუნიშნა, ოსეთის ადმინისტრაციული ერთეული შეუქმნა და ომის შემდეგ მიწაც ჩააბარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
317 11 ნოემბერი 2023, 22:10
ნაცმედიაზონდერი ნოდარ მელაძე აგონიაშია და სისულელეს სისულელეზე აფრქვევს. როგორც ჩანს, დავალება მიიღო, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის შემდეგ რამე "უმწვავესი" ფეიკი მოეფიქრებინა და ეს პოზიტივი როგორმე გადაეფარა. ჰოდა "შავმა ნოდომ" ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ხელისუფლებას ტერიტორიების დაკარგვა დააბრალა“-ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, „ნოდარ მელაძემ საკუთარი მაყურებელი მოატყუა, ხელისუფლებამ 60 000 000 კვ/მ ტერიტორია დაკარგაო. რეალურად ეს არის 60 კვადრატული კილომეტრი, ერთი დიდი სოფელი - 10 კილომეტრის სიგრძის და 6 კილომეტრის სიგანის.


„ნაცმედიაზონდერი ნოდარ მელაძე აგონიაშია და სისულელეს სისულელეზე აფრქვევს. როგორც ჩანს, დავალება მიიღო, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის შემდეგ რამე "უმწვავესი" ფეიკი მოეფიქრებინა და ეს პოზიტივი როგორმე გადაეფარა. 
ჰოდა "შავმა ნოდომ" ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ხელისუფლებას ტერიტორიების დაკარგვა დააბრალა. თან,  მეტი დრამატიზმისთვის, საკუთარი მოგონილი ფეიკი კვადრატულ მეტრებში გადაიყვანა რომ გრანდიოზული რიცხვი მიეღო...  (სანტიმეტრებში რომ დაეთვალა მილიონის ნაცვლად ტრილიონი გამოუვიდოდა, ეს ალბათ ვეღარ მოიფიქრა). 
ჯერ საკუთარ მაყურებელს, რომელიც აშკარად გონებაშეზღუდულად მიაჩნია, მოატყუა, ხელისუფლებამ 60 000 000 კვ/მ ტერიტორია დაკარგაო. რეალურად ეს არის 60 კვადრატული კილომეტრი, ერთი დიდი სოფელი - 10 კილომეტრის სიგრძის და 6 კილომეტრის სიგანის.  ჰოდა სად არის ეს დაკარგული ტეროტორია?  ასეთ ტყუილს რომ იგონებ @nodar meladze  - ფაქტის მსგავსი რამე ხომ უნდა გქონდეს? 
უფრო მეტსაც გეტყვი - შენი ამჟამინდელი პატრონების და ამ სიბინძურის შემკვეთების, "ნაცმოძრაობის" მიერ, 2007 წელს ჯერ უკანონო დადგენილებით მოხაზული, შემდეგ კი რუსებისთვის ჩაბარებული ტეროტორიის იქით, 100 მეტრი დაასახელე სად არის, რაც ოკუპანტმა ქვეყანამ მიიტაცა....???  ვერ დაასახელებ, რადგან სადაც ახლა ისინი დათარეშობენ, ჯერ შენმა საყვარელმა პარტიამ მოუნიშნა, ოსეთის ადმინისტრაციული ერთეული შეუქმნა და ომის შემდეგ მიწაც ჩააბარა!!!“-წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ბაიდენისთვის, ასევე, ტრამპისთვისაც ევროპა საჯილდაო მოედანი აღმოჩნდა - ამ პოლიტიკურ უწესრიგობაში საქართველოს აქტიურობის დრო არ არის
დავით ჩიხელიძე: აუცილებელია, საგამოძიებო უწყებებმა დაიბარონ გიორგი გახარია, რომელმაც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ზურაბიშვილი ვაშინგტონის ხელში ახალი პაიკია - აზერბაიჯანელი ექსპერტი
ლევან ნიკოლეიშვილი გახარიასთან "ქართული ოცნების" წევრების დაპირისპირებაზე: კარგად ჩანს ვინ იწყებს ჩხუბს და პროვოკაციას, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების აღსრულების შემაფერხებელი!
გიორგი გამსახურდია: ხალხნო, აზრზე ხართ რა დონეზე აქვთ ძალადობა წახალისებული ამ ვითომ ოპოზიციას? პოლიტიკოსად თვლის თავს ეს გარეწარი გახარია და მეორე პოლიტიკოსი, კარებში ეკითხება მიცანიო? ეს კიდევ, პასუხად ჭიქიან ხელს ურტყამს!
არქივი