სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ჩინეთის იმ პრეზიდენტის დაპატიმრებას დაუჭირა მხარი, რომელსაც სან-ფრანცისკოში 15 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტი, ხოლო 7-8 დეკემბერს პეკინში ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი ხვდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
190 13 ნოემბერი 2023, 16:25
"ჩინეთის ელჩისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოებას, თუ რა მძიმე შემთხვევას უმკლავდება ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გასული და იმპიჩმენტ-დაპროცედურებული უცხო ქვეყნის "გავლენის აგენტი" პრეზიდენტის სახით," - ამის შესახებ "ხალხის ძალის, წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშცილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოში ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას, სხვა საკითხების განხილვის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილის უხერხული განცხადებების გამო გარკვეული განმარტების გაკეთება მოუწია. 


"დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს. ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარების თემატიკასთან ერთად, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ქვეყნის პრეზიდენტის სრულიად ამაზრზენ და ყველა ჩარჩოდან გამოსულ განცხადებაზე  განმარტების გაკეთებას.

ერთ-ერთი ფრანგული გამომცემლობისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტის შეკითხვას პუტინისა და სი ძინპინის დაპატიმრების აუცილებლობის შესახებ, ჩვენთან საზღვარგარეთიდან მიჩენილმა ამ "დიპლომატმა" დადებითი პასუხი გასცა. მან ჩინეთის იმ პრეზიდენტის დაპატიმრებას დაუჭირა მხარი, რომელიც ჩვენი, და არა მისი სამშობლს სტრატეგიული პარტნიორის პრეზიდენტს წარმოადგენს, რომელსაც სან-ფრანცისკოში 15 ნოემბერს ჩვენი მეორე სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს პრეზიდენტი ხვდება, ხოლო 7-8 დეკემბერს პეკინში სი ძინპინთან შეხვედრაზე ჩვენი მესამე სტრატეგიული პარტნიორის ლიდერები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი ჩადიან.

ჩინეთის ელჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებას გაგებით მოეკიდა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ მისთვისაც არ წარმოადგენს საიდუმლოებას, თუ რა მძიმე შემთხვევას უმკლავდება ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გასული და იმპიჩმენტ-დაპროცედურებული უცხო ქვეყნის "გავლენის აგენტი" პრეზიდენტის სახით. ჩინეთის ელჩმა ნაწილობრივ სირცხვილის გრძნობა აგვარიდა ამ უპრეცედენტო "უხერხულობის" გამო, თუმცა ინტუიცია გვკარნახობს, რომ ამ კუთხით ჩვენ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს," - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა
გია აბაშიძე-ვითომ რუსული კანონის გამპროტესტებელი ადამ კინზინგერი "ქართულ ოცნებას" ვითომ აკრიტიკებს. ექს-კონგრესმენს, ქართველი ლიბძებილების დროებით კუმირს კინზინგერს გაქცეული ნაცჩინოვნიკები არ უხდიან
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან მარტივია დაინახო 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ძალიან მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ საქართველოს შორის, ძალიან მარტივია რადგან რიცხვები არ და ვერ იტყუებიან
დავით ქართველიშვილი რადიკალებს: ქართულ საზოგადოებაში ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა ქართულმა გენმა და ქართველობის კოდმა, ასე რომ, ტყუილად ნუ შეწუხდებით
ზურაბ ქადაგიძე სუს-ის განცხადებაზე-საქართველომ ყველა საშუალება და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის. ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნას, დამკვეთები დადგენილი და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მკაცრად პასუხგებული
არქივი