დავით ქართველიშვილი: საქართველოსთვის სტიგმა "არა რუსულ ჩინეთს" შემოგდებულია ჩვენთვის ნაცნობი "ხვრელებიდან", რასაც ჩვეული შემართებით თავის კუთვნილ ადგილს მივუჩენთ და ქვეყნის ინტერესებს ვერც ერთი აგენტოკრატის ოცნებას ვერ გადავაყოლებთ...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 16 ნოემბერი 2023, 22:01
"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამერიკისა და ჩინეთის პირველი პირების შეხვედრას ეხმაურება და შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს განიხილავს. 

ქართველიშვილის თქმით, საქართველოსთვის სტიგმა "არა რუსულ ჩინეთს" აქტუალურია, მაგრამ საქართველო ისე იმოქმედებს, რომ თავის ინტერესებს ყველა აგენტოკრატისგან დაიცავს. 

"აშშ-ისა და ჩინეთის ერთმანეთისთვის ზურგის შექცევა შეუძლებელია, ვინაიდან ერთი მხარე მეორის გადაკეთებას ვერ შეძლებს, ხოლო კონფლიქტი და კონფრონტაცია ორივე მხარეს აუტანელ შედეგებს მოუტანს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა.

"ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა განმსაზღვრელი ფაქტორია ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მაგრამ საქართველოსთვის სტიგმა "არა რუსულ ჩინეთს" შემოგდებულია ჩვენთვის ნაცნობი და ნაცადი "ხვრელებიდან", რასაც ჩვეული შემართებით თავის კუთვნილ ადგილს მივუჩენთ და ქვეყნის ინტერესებს ვერც ერთი აგენტოკრატის ოცნებას ვერ გადავაყოლებთ..." - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე გიორგი გახარიაზე-საქართველოს პოლიტიკურმა ცხოვრებამ არაერთი პოლიტიკოსად წოდებულის დეგრადაციის ისტორია იხილა და ეტყობა ამჯერად მორიგი ასეთი ისტორიის მოწმე ვართ
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია
გია აბაშიძე: რადიკალებს სურთ არჩევნების მოგება საქართველოს გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეკლესიაზე, ტრადიციებსა და ფასეულობებზე თავდასხმით
მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები
დავით ქართველიშვილი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე-ცალკე ამბავია, მორალს რომ გვიკითხავენ, "რუსულ" სარჩულებს გვაკრავენ ყოფილი "ნორჩი ლენილელის" და "კომკავშირის მდივნის" პარტიული წიაღიდან
არქივი