ზაალ ანჯაფარიძე: სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ Le Mond-თან არის შეკვეთილი მასალის კლასიკური ნიმუში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 17 ნოემბერი 2023, 16:37
სალომე ზურაბიშვილის ყბადაღებული (სხვა შეფასება არ აქვს) ინტერვიუ Le Mond-თან, რომელმაც ასეთი ეიფორია მოჰგვარა ჩვენს მყაყე ოპოზიციურ "ბაბლს," არის შეკვეთილი მასალის კლასიკური ნიმუში. - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს le monde-თან.

ანჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დასავლეთს გაუგზავნა გზავნილი დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი. 

„სალომე ზურაბიშვილის ყბადაღებული (სხვა შეფასება არ აქვს) ინტერვიუ Le Mond-თან, რომელმაც ასეთი ეიფორია მოჰგვარა ჩვენს მყაყე ოპოზიციურ "ბაბლს," არის შეკვეთილი მასალის კლასიკური ნიმუში. რუსულად "заказуха"-ს რომ უწოდებენ. 
ანგაჟირებული ჟურნალისტი ანგაჟირებული კითხვებით დაუჯდა კიდევ უფრო მეტად ანგაჟირებულ რესპონდენტს, რომელმაც დასავლეთს გაუგზავნა ის გზავნილი, რითაც მას უკვე დიდი ხანია ბომბავს აქაური ოპოზიცია და მის მიერ ნაყიდი დასავლელი ლობისტები - დაასანქცირეთ ივანიშვილი! ეს იყო შეკვეთის ამოცანაც და მიზანიც. 
რამდენიმე დღის წინ დავწერე, რომ სალომე ზურაბიშვილი სწრაფი ტემპებით ეშვება ბინძურ ჭაობში და ამ ინტერვიუს მერე უფრო ღრმად ჩაეშვა. ვფიქრობ მას დახმარება სჭირდება, ოღონდ არა ჭაობიდან ამოსაყვანად, არამედ ბოლომდე ჩასაძირად!“  - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ის ვერ გაუგია, რომ გიგა არასოდეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ყოფილა და კანონშემოქმედებაზე აქვს პრეტენზია
გია აბაშიძე: რადიკალებს სურთ არჩევნების მოგება საქართველოს გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეკლესიაზე, ტრადიციებსა და ფასეულობებზე თავდასხმით
მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები
დავით ქართველიშვილი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე-ცალკე ამბავია, მორალს რომ გვიკითხავენ, "რუსულ" სარჩულებს გვაკრავენ ყოფილი "ნორჩი ლენილელის" და "კომკავშირის მდივნის" პარტიული წიაღიდან
ლევან ნიკოლეიშვილი: მელაძე/თარგამაძე/გვარამიას არხები მამაძაღლურად ცრუობენ, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და ფეიკ ნიუსით კვებავენ საზოგადოებას, ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში
არქივი