სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
დიმიტრი ხუნდაძე: როგორც 2012 წელს, 2024 წელსაც არჩევნები საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს ფხიზელი თვალით და გონიერი არჩევანით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
146 22 ნოემბერი 2023, 12:21

სიყალბე სჭირდებათ გარედან იმათაც, ვინც ამ ომში ქვეყანა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ ჩაითრია და ხელისუფლება ცალ ფეხზე ვერ დააყენა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

მისი თქმით, სიყალბე არ სჭირდება სახელისუფლებო გუნდს და საზოგადოებას, ეს სჭირდება მხოლოდ ოპოზიციას და მის ლობისტებს ქვეყნის გარეთ.

„საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში არჩევნებსაც, საარჩევნო მარათონში მონაწილე პარტიებსაც და დამკვირვებლებსაც, საქართველოს მოქალაქეები დააკვირდებიან და საბოლოო ნიშანსაც ისინი დაწერენ.

მმართველ გუნდს და საზოგადოებას სიყალბე არ სჭირდება. სიყალბე სჭირდება იმ ოროსან პარტიებს, რომლებიც ჯიუტად ითხოვენ, „ორიანიც კარგ ნიშნად ჩაგვითვალეთო“. სიყალბე სჭირდება ვივამედში „მწოლიარე“ პატიმარს, რომელსაც ბოდიშის მოუხდელად სურს პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენა, თუნდაც ამისათვის რევოლუცია ან ქვეყნის ომში ჩართვა იყოს საჭირო.

სიყალბე სჭირდებათ გარედან იმათაც, ვინც ამ ომში ქვეყანა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ ჩაითრია და ხელისუფლება ცალ ფეხზე ვერ დააყენა. სიყალბე სჭირდება მათაც, ვისაც სურს საქართველო ძლიერ მეზობლად არ ჩამოყალიბდეს და მუდმივად უყუროს, როგორც „მცირეს“.

სწორედ ამიტომ, როგორც 2012 წელს, 2024 წელსაც არჩევნები საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს ფხიზელი თვალით და გონიერი არჩევანით. სხვანაირად ხიფათი გარდუვალია," - წერს ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა ქართული ჯარისთვის უცხოური დაფინანსების შეჩერებაზე: მარტივ ჭეშმარიტებას აქვს ადგილი - ჩვენმა ხელისუფლებამ, გაუგონარი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ქვეყანაში ომის დაწყებაზე
თამარ ჩიბურდანიძე: მაშინ, როდესაც ევროპელები ევროპის უსაფრთხოებით არიან შეშფოთებულნი, ქართველებს მშვიდად სძინავთ, სწორედ ამას არ გვპატიობენ
დავით ქართველიშვილი: საქართველომ უარი თქვა ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევაზე. ამიტომაც შეუჩერეს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და გადაისროლეს ეს თანხა იმ NGO ანგარიშებზე, ვინც მეორე ფრონტის გახსნაზე ოცნებობს
გიორგი გამსახურდია: როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ?
თამთა მეგრელიშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა
არქივი