მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
217 05 დეკემბერი 2023, 16:17

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ალბათ ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული, წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

„მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები.

ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანებისთვის და ჯგუფებისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, პარტია დღეს ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ 14-მა წევრმა დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავებაზე: პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია? კი დასჯადია, თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: ევროკავშირის მეინსტრიმი უარს ამბობს პატივი სცეს დემოკრატიულ ნორმებს და უმრავლესობის ნებას, ეს უკიდურესად აღმაშფოთებელია
შალვა პაპუაშვილი ტრამპის სასამართლოს საქმეზე: ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში, სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო
ედიშერ გვენეტაძე: მაშინ, როცა კონგრესმენი უილსონი ჩალის ფასის წერილს წერდა, საქართველოს ბოიკოტი გამოუცხადეთო, გერმანიაში რამშტაინის შეხვედრას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნანა კაკაბაძე: ოპოზიციამ შეიძინა არასახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ხელისუფლების მიმართ ოპონირების რეჟიმის ნაცვლად პოლიტიკური პარტიები, ყველა საშუალებით, იბრძვიან სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, რათა ამ გზით მოიპოვონ ძალაუფლება
არქივი