ედიშერ გვენეტაძე გიორგი გახარიას - ქვეყნის სიმდიდრე 20-25 პირის ჯიბეებში ილექება და სულ ზეპირად ვიცი, ვინ არიან ისინიო - მერედა თქვი, ოღონდაც დასაბუთებულად, სათანადოდ დოკუმენტებით განმტკიცებული!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
153 06 დეკემბერი 2023, 12:33
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას -  "კითხვები ამიერიდან იქნება, ვის რამდენი აქვს მოპარული. გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის, სულ ზეპირად ვიცი, ვისი", სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის განცხადებით, ნიკა მელიას შიშის გამო თანამდებობიდან წასულმა გახარიამ უნდა დაასახელოს, ვის ჯიბეში მიდის ქვეყნის ეკონომიკა "ქვეყნის ყოფილი პრემიერი გახარია რომელსაც "ქოთომისმოყვარული" მელიას შეეშინდა და ისე გავარდა ქვეყნის პირველი პირობისაგან თვალი რომ ვერ მოვკარით! ახლა დრო და დრო იმუქრება მართალია ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის(რაც მართალი მართალია, ამას ვერ უარყოფს), მაგრამ ქვეყნის სიმდიდრე 20-25 პირის ჯიბეებში ილექებაო! და სულ ზეპირად ვიცი, ვინ არიან ისინიო! მარა... კი მარა. ეს "მარა" რა არის?! მერედა თქვი შე კაცო ვინ არიან! რას აკეთებენ! რას ემსახურებიან! ოღონდაც დასაბუთებულად, სათანადოდ დოკუმენტებით განმტკიცებული! და არა ისე "ვოზდუხურად", როგორც გახასიათებს! განსაკუთრებით კი "ქოთომიჭამია" მელიას შიშის გამო, ოპოზიციაში გაქცევისა და ნაცმოძრაობასთან აშკარა და ღია თანამშრომლობის შემდეგ!" - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე კესარიას მკვლელობაზე რადიკალების შეფასებებზე: ყველანაირ სიბინძურეს კადრულობთ და ადამიანურ უბედურებებსაც კი საკუთარი პოლიტიკური ბინძური ეგოს დასაკმაყოფილებლად იყენებთ
დავით ქართველიშვილი ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: ამ წყვილს მთელი ქვეყანა ქომაგობს. წელს საქართველოში ერთნაირსქესიანთა პოლიტიკური ქორწინებების ბუმია
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს!
ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ადრე ნაც-ტელევიზიები ისეთ „ფეიკს“ აცხობდნენ, ერთი დღე მაინც ქაჩავდა, ახლა, ერთი საათით ვეღარ ძლებს ამათი საცოდავი ბოროტი სიახლეები
გია აბაშიძე „ფორმულას“ ტყუილზე: არაა გასაკვირი მორიგი დეზინფორმაცია და კარგია, „ქართული ოცნებისადმი“ არცთუ დადებითად განწყობილი ევროპელი ჟურნალისტი აღიარებს, რომ ნაცპროპაგანდა სიყალბეს ავრცელებს
არქივი