სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ედიშერ გვენეტაძე-“მთავარმა არხმა“ სამართალდამცველების გაშავების მიზნით კიდევ ერთი უნიჭო სიუჟეტი შეთითხნა. სირცხვილია, აღარ „ჭამს“ საზოგადოება თქვენს ტყუილებს, როცა სიმართლე ხელის გულზე დევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
161 10 დეკემბერი 2023, 10:53
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” სიუჟეტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “მთავარმა არხმა“ ჩვენი სამართალდამცველების გაშავების მიზნით კიდევ ერთი უნიჭო სიუჟეტი შეთითხნა.  მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება,  პათოსი იგივეა”. 

ექსპერტის თქმით, ამჯერადაც "მთავარმა არხმა“ უაპელაციოდ აიტაცა ვინმე ავთანდილ კომახიძის ოჯახის წევრების მტკიცება, რომ  კომახიძეს  თითქოს აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია ქვეყნის დატოვებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით ემუქრებოდა. 

მისივე ინფორმაციით,  ეს ვითომ  კანონმორჩილი ავთანდილ კომახიძე, წლების წინ  ნარკოდანაშაულისთვისაც იყო გასამართლებული და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც. 

“მთავარმა არხმა“ ჩვენი სამართალდამცველების გაშავების მიზნით კიდევ ერთი უნიჭო სიუჟეტი შეთითხნა.  მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება,  პათოსი იგივეა   „პოლიციის მაღალჩინოსნები წარმოჩენილები არიან ვითომ უდანაშაულო მოქალაქეების მჩაგვრელებად, დამტერორებლებად და ასე შემდეგ“. ასე იყო ამჯერადაც როცა "მთავარმა არხმა“ უაპელაციოდ აიტაცა ვინმე ავთანდილ კომახიძის ოჯახის წევრების მტკიცება, რომ  კომახიძეს  თითქოს აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია ქვეყნის დატოვებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით ემუქრებოდა. არადა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით   ეს ვითომ  კანონმორჩილი ავთანდილ კომახიძე, წლების წინ  ნარკოდანაშაულისთვისაც იყო გასამართლებული და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც.   ოჯახი კარგად იცნობს მის კრიმინალურ წარსულს, იციან რომ ვაჟბატონი ავთო   არ არის ფრთიანი ანგელოზი, ამიტომაც თავს იზღვევენ და  აქეთ ბრალდებებს უყენებენ აჭარის პოლიციის უფროსს, ემანდ კიდევ ხელი რომ წაუცდეს  კომახიძეს, ან წამალზე ან იარაღზე,  იტყვიან აგერ ვამბობდით იარაღის  და ნარკოტიკის ჩადებით ემუქრებოდნენო.   „მთავარი არხიც“ დგას და აი ასეთ ხალხს უთმობს დროს. სირცხვილია, აღარ „ჭამს“ საზოგადოება თქვენს ტყუილებს, როცა სიმართლე ხელის გულზე დევს.
ალბათ თანდართული ფოტოთი ყველაფერი ნათელია.”- წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა
გია აბაშიძე-ვითომ რუსული კანონის გამპროტესტებელი ადამ კინზინგერი "ქართულ ოცნებას" ვითომ აკრიტიკებს. ექს-კონგრესმენს, ქართველი ლიბძებილების დროებით კუმირს კინზინგერს გაქცეული ნაცჩინოვნიკები არ უხდიან
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან მარტივია დაინახო 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ძალიან მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ საქართველოს შორის, ძალიან მარტივია რადგან რიცხვები არ და ვერ იტყუებიან
დავით ქართველიშვილი რადიკალებს: ქართულ საზოგადოებაში ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა ქართულმა გენმა და ქართველობის კოდმა, ასე რომ, ტყუილად ნუ შეწუხდებით
ზურაბ ქადაგიძე სუს-ის განცხადებაზე-საქართველომ ყველა საშუალება და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის. ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნას, დამკვეთები დადგენილი და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მკაცრად პასუხგებული
არქივი