დავით ქართველიშვილი: "ხალხის ძალა" აუცილებლად იქნება ის პოლიტიკური ფლაგმანი, ვინც 2008 წლის აგვისტოს უპრეცედენტო დანაშაულის ჩადენისათვის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს განახლებული საპარლამენტო ტრიბუნიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
347 27 დეკემბერი 2023, 11:49
"დღეს ნაცსექტის 2008 წლის გამო ჯერ პოლიტიკური გასამართლება დგება დღის წესრიგში და "ხალხის ძალა", როგორც ამ მომავალი პოლიტიკური პროცესის ინიციატორი ამჯერად ხალხის ნდობის იმედებს არ გაუცრუებს," - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლითაც "ხალხის ძალა" "ნაცმოძრაობის" გასამართლებას ითხოვს.

ქართველიშვილის თქმით, სწორედ "ხალხის ძალა" იქნება ფლაგმანი ამ საქმეში.

"როდესაც 2008 წლის აგვისტომდე რამდენიმე თვით ადრე, ბელადი სააკაშვილი გვიყვებოდა მედვედევთან საერთო ჩანაფიქრებზე და ერთობლივ პროექტებზე, იმის წარმოდგენაც კი ძნელი იყო, რომ საუბარი ეხებოდა ქვეყნის გენოფონდის საუკეთესო სიცოცხლის ფასად ქართული ძირძველი რეგიონების საბოლოო ჩაბარების ლეგალიზაციის ოპერაციაზე. თურმე ეს ყოფილა რუსეთ-სააკაშვილის მთავარი ერთობლივი პროექტი. როდესაც კოდორის ხეობის "ზემო აფხაზეთად" გადაკეთებას მოჰყვა იქ რამდენიმე ათეული ბეტონის მიწისქვეშა ბუნკერის აშენება, შემდგომში კონდიციური იარაღის ფასად უკრაინიდან ვადაგასული ჟანგიანი საბჭოთა შეიარაღების განთავსების მიზნით - კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ომი რუსეთთან გარდაუვალი იქნებოდა თუნდაც ამ ჟანგის ჩამოწერის მიზნით ომის ხარჯზე. კოდორი რუსებს ერთი გასროლის გარეშე ჩაბარდა, რათა საბრძოლველად უვარგისი იქ აზიდული ტონობით იარაღის ომზე ჩამოწერა დაეფიქსირებინა და ათვისებული თანხები "გაეთეთრებინა". ეს იყო იმავე ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჯერ კიდევ 2006 წელს ბელადის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ხორცშესხმა, სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით სამხედრო პროვოკაციების განხორციელების თაობაზე. შემდგომ ამას მოჰყვა ტერმინი "სამხრეთ ოსეთის" რეანიმირება, რუსების მიერ ნაკარნახევ განახლებულ საზღვრებში, ამას მოჰყვა ჩვენი სამხედროების, პოლიციელის, მშვიდობიანი მოსახლეობის ზვარაკად შეწირული სისხლი, ათობით ათასობით ახალი ლტოლვილი - ისევ და ისევ იმ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სადაც სააკაშვილმა ომზე ჩამოწერა სამხედრო ჯართზე მილიარდობით გაკეთებული ფული და ქვეყნის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ახალი მილიარდების ათვისებას შეუდგა. რა მიიღო მედვედევმა ამ ერთობლივი პროექტის დასრულებისას, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ სფეროებში "კონტრიბუციის" სახით, ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვიცით. ისეთ "წვრილმანებს", როგორიც არის იმდროინდელი გუბერნატორების თუ უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ რუსი გენერლების მძღოლებად და ოფიციანტებად მუშაობა, აღარც "ვეხებით". არ "ვეხებით" არც საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას ამ ომის წამოწყებაში, არც ომის შემდეგ ჩადენილ დანაშაულს, და არც სსკ-დან ამ დანაშაულის ჩადენისთვის განკუთვნილი მუხლის ამოღებას. საზოგადოებაში ამ თემის წამოწყება უკვე გამაღიზიანებელ "ბლა-ბლა-ბლა"-ს ჭრილში განიხილებოდა, დამნაშავეთა "დაუსჯელიბის პრეზუმპციის" გამო. მაგრამ დღეს მაინც ამაზე ღიად საუბარი პოლიტიკური "ბელეტრისტიკის" სფეროდან არის გამოსაყვანი. "ხალხის ძალა" უნდა იყოს და აუცილებლად იქნება ის პოლიტიკური ფლაგმანი, ვინც 2008 წლის აგვისტოს უპრეცედენტო, კომპლექსურად ჩადენილი დანაშაულის ჩადენისათვის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს განახლებული საპარლამენტო ტრიბუნიდან. ეს არის ის განაცხადი, რომლის ხმამაღლა და საჯარო გაჟღერებას ვერ მოესწრო ქართული საზოგადოება ბოლო 15 წლის განმავლობაში. წარსულს უნდა ჩაბარდეს "უხერხულობის" მომენტი ამ განვლილ პერიოდში ჯერ კიდევ მიმდინარე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლო პროცესებზე "წყალთან ერთად ბავშვის არგადაყოლის" რისკები. დასრულდა ეს პროცესებიც. დასრულდა მოქმედი ხელისუფლების უდიდესი ძალისხმევით, საქართველოსგან ნაცსექტის მიერ მიყენებული სახელმწიფოებრივი მავნებლობის მაქსიმალურად თავიდან აცილების შედეგით. დღეს ნაცსექტის 2008 წლის გამო ჯერ პოლიტიკური გასამართლება დგება დღის წესრიგში და "ხალხის ძალა", როგორც ამ მომავალი პოლიტიკური პროცესის ინიციატორი ამჯერად ხალხის ნდობის იმედებს არ გაუცრუებს. გამორიცხული იყო "ნიურნბერგის პროცესის" გარეშე გერმანული ფაშიზმის საბოლოო დამარცხება. გამორიცხულია საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება, 2008 წლის აგვისტოს უპრეცედენტო დანაშაულზე ნაცმოძრაობისთვის გამამტყუნებელი ჯერ პოლიტიკური, ხოლო შემდგომ სისხლისსამართლებრივი განაჩენის დადგომის გარეშე," - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილისა და ძარცვის იდეოლოგიაა - „OC Media“-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს
ზურაბ ქადაგიძე გამჭვირვალობის კანონზე: ანა სუბელიანს და ლაშა ბუღაძეს გალობა დააწყებინა კანონმა - მეტი რა უნდა ექნა ერთ კანონს?!
ლევან ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეებზე: ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და ... რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში... ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?!
შალვა პაპუაშვილი: NED-ისა და EED-ის დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი. მათ შორის, პარლამენტზე თავდასხმაში
კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული
არქივი