დავით ქართველიშვილი რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ: ამ საკანონმდებლო ინიციატივის არა მხოლოდ გვერდში დგომა, არამედ მისი დაცვაც დავიწყოთ, თუ საჭიროა - ქუჩაშიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 11 იანვარი 2024, 14:54

ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პარლამენტის მიერ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობის გამკაცრების შესახებ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, მოსალოდნელია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლმა ძალამ ამ კანონსაც „რუსული“ უწოდოს და საზოგადოების აზრზე მანიპულაცია შეძლოს, სწორედ, ამიტომ, მოსახლეობის მხრიდანაც საჭიროა ამ კანონის მისაღებად და დასაცავად აქტიურობა.

„პარლამენტის მიერ ეკლესიის ნაგებობების (ყველა რელიგიური ტიპის) და მასში განთავსებული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე სექტანტების მხრიდან აუცილებლად ექნება ადგილი მორიგ ნაცად მცდელობას: „არა რუსულ კანონს“.

თუ ამ ჯერზეც საზოგადოებამ დაუშვა ქუჩაში ამ ჭინკების საპროტესტო მსვლელობები, მაშინ წირვაზე მიმავალი მრევლი ნუღარ დაელოდება საკუთარ თავზე საღებავის შესხმას - თავად გადაისხას იგი და ასე გააგრძელოს ცხოვრება. თუ ჩვენ გვსურს ლუციფერის დამარცხება, მოდით, ამ საკანონმდებლო ინიციატივის არა მხოლოდ გვერდში დგომა, არამედ მისი დაცვაც დავიწყოთ, თუ საჭიროა - ქუჩაშიც...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. „რუსულ კანონს“ და ვითომ „რუსულ რეჟიმს“, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან
ნანა კაკაბაძე - ფარისევლობაა აშშ-ს ხელისუფლების, ევროპარლამენტის დეპუტატების თუ ევროპული სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან მოთქმა-გოდება და ცრემლების ღვრა საქართველოს „მშვიდობიანი მოქალაქეების“ მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ, მათივე გამოგონილ „სასტიკ ანგარიშსწორებაზე და რეპრესიებზე“
გია აბაშიძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე: ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში მიწვეული იყო დათქმით, პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა კანონპროექტის განხილვა - დათქმებითა და ულტიმატუმებით სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტის ორგანიზება მიუღებელია
ირაკლი ლატარია აქციის მონაწილეებზე: ყველაფერზე მიდიან, იმ დონეზე აქვთ პარალიზებული ქალაქი, რომ სასწრაფოც ვერ მოძრაობს, ადამიანის სიკვდილიც კი არ ადარდებთ
ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა. 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ!
არქივი