თამარ ჩიბურდანიძე: გახარიამ და ნაცმოძრაობამ გადაწყვიტეს პოლიტიკური სატყუარა გადაუგდონ ხალხს და ურთიერთდაპირისპირება გაითამაშონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 23 იანვარი 2024, 21:51

გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური სპექტრი ადვილად იშიფრება და ქართველი ხალხისთვის გახარიას პარტიაც, „ლელოც” და სხვებიც მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება, გადაწყვიტეს პოლიტიკური სატყუარა გადაუგდონ ხალხს და ურთიერთდაპირისპირება გაითამაშონ, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ხვალ შეიძლება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იხილოს საზოგადოებამ მსგავსი “დაპირისპირება”, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთ პლატფორმაზე დგას

„გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური სპექტრი ადვილად იშიფრება და ქართველი ხალხისთვის გახარიას პარტიაც, “ლელოც” და სხვებიც მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება, გადაწყვიტეს პოლიტიკური სატყუარა გადაუგდონ ხალხს და ურთიერთდაპირისპირება გაითამაშონ.

ვთქვათ და დავიჯერეთ, რა ვუყოთ საკრებულოებში მათ ერთობას? როგორ დავივიწყოთ ის ორკესტრირებული შეტევა ხელისუფლებაზე, რასაც მთელი ამ განვლილი პერიოდის მანძილზე აწარმოებდნენ და დღემდე აგრძელებენ?

იმდენად მარტივი პოლიტიკური თამაშია, რომ არავინ დაიჯერებს. ხვალ შეიძლება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორისაც ვიხილოთ მსგავსი “დაპირისპირება”, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთ პლატფორმაზე დგას. ხალხისთვის ეს არის გადამწყვეტი და არა ამ პარტიების სახელები”, - წერს ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ არაერთი ძალადობის ფაქტები გვინახავს საფრანგეთში, გვახსოვს „ყვითელი ჟილეტების“ აქციაც, კიდევ სხვა აქციები როცა ახალგაზრდებს, ძალის გადამეტებით უსწორდება ადგილობრივი პოლიცია
ეკა სეფაშვილი: დასავლეთისგან ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია, რადგან ჩვენთვის დასავლეთი სამართლიანობასთან და კანონის უზენაესობასთან ასოცირდება
გიორგი გამსახურდია: ბიძინაზე რუსეთუმეობის დაბრალება რას მახსენებს იცით? 1991 წელს, პუტჩისტების ნარატივი რომ იყო, ზვიადი რუსეთის კაცია და შევარდნაძის ჩამოყვანა უნდაო და მერე თვითონ რომ ჩამოაქანეს
დავით ქართველიშვილი ამერიკაში ახალგაზრდების დარბევაზე-ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ - გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი "უფლებადამცველი" ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენი კრიტიკა - ცინიკური
ლევან ნიკოლეიშვილი: მხოლოდ მერე მოსმენით მიღებულმა კანონმა თუ ასეთი გამჭვირვალე გახადა შინაურიც და გარეულიც, დამტკიცების შემდეგ რა მოხდება!?
არქივი