ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე: ამდენი სიცრუე, რასაც ეს გაყიდული ქალი ციტირებს, უკვე მეტისმეტია - მისი გამოსვლა ისევ შუღლის გაღვივებას და დესტაბილიზაციის საფრთხის შექმნას ემსახურებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 06 თებერვალი 2024, 14:51

როგორ არის მიუღებელი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობა ან მმართველი პარტიისთვის, ან კერძოდ მისი ამომრჩევლისთვის, როცა უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ეს "ლუზერი" ქალი ჩავაბრძანეთ, მისთვის საოცნებო, პრეზიდენტის სავარძელში ან რა ენა უტრიალდება გამართულ საკონსტიტუციო სასამართლო მოიხსენიოს, როგორც სავალალო მდგომარეობაში მყოფი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, "პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობამ გამოაჩინა არა მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობაც".

ფოჩხუას თქმით, ზურაბიშვილის ტყუილებზე აგებული გამოსვლა შუღლის გაღვივებას და დესტაბილიზაციის საფრთხის შექმნას ემსახურება.

"ამდენი სიცრუე რასაც ეს გაყიდული ქალი ციტირებს უკვე მეტისმეტია. როგორ არის მიუღებელი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობა ან მმართველი პარტიისთვის ან კერძოდ მისი ამომრჩევლისთვის, როცა უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ეს „ლუზერი“ ქალი ჩავაბრძანეთ, მისთვის საოცნებო, პრეზიდენტის სავარძელში ან რა ენა უტრიალდება გამართულ საკონსტიტუციო სასამართლო მოიხსენიოს, როგორც სავალალო მდგომარეობაში მყოფი, წავიდეს სტრასბურგში, იჩივლოს, ვნახოთ ვისი აჯობებს, მაგრამ მან თუ არა, მისმა "ბოსებმა" ხომ კარგად იციან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
მისი ეს ტყუილებზე აგებული გამოსვლა ემსახურებოდა ისევ შუღლის გაღვივებას და დესტაბილიზაციის საფრთხის შექმნას.
არ გათეთრდების ყორანიო, ნათქვამია"- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
არქივი