ზურაბ ქადაგიძე: არც წარსულმა გამოცდილებამ და არც რეალობის შეფასებამ ასწავლა რამე კვაზი-ოპოზიციას. ისევ “აგენტოკრატიასა” და სხვის დაკრულზე ცეკვას აპირებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 08 თებერვალი 2024, 14:09
ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა - მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა.
ქადაგიძის თქმით, დღეს ირაკლი კობახიძის მთავრობა უალტერნატიოვა პოლიტიკურ სივრცეში. 
“იმისათვის, რომ ორივე უმთავრესი ამოცანა ამოიხსნას, აუცილებელია ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. მოწოდების სიმაღლე, რომელსაც დღეს ირაკლი კობახიძის მთავრობა კომპეტენციით, პოლიტიკური ალღოთი და ეროვნული ინტერესების მიმართ ერთგულებით წარმოადგენს, უალტერნატივოა არსებულ პოლიტიკურ სივრცეში. სამწუხაროდ, ჩვენი კვაზი-ოპოზიცია კვლავ სუიციდის გზას ადგას. არც წარსულმა გამოცდილებამ და არც რეალობის შეფასებამ ასწავლა რამე. ისევ “აგენტოკრატიასა” და სხვის დაკრულზე ცეკვას აპირებენ. ამიტომაც, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას, რომელსაც ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრის რანგში განახორციელებს!” - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს - ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
არქივი