სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
დავით ქართველიშვილი - ნაცების "პირველი" და "მესამე" პრეზიდენტები ერთიანი ძალებით გამოდიან საქართველოს წინააღმდეგ კულუარული ბრძოლის რეჟიმიდან ღია ფრონტის "ვა-ბანკ" ფორმატში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 09 თებერვალი 2024, 19:06
სალომე ზურაბიშვილის ლანძღვა/გინება მისი დღევანდელი მოკავშირეების მხრიდან როგორც ჩანს ასევე ერთიანი გეგმის ნაწილი იყო, ამიტომაც მოიწმინდა ასე იოლად "მადამ პღეზიდანმა" მისი მისამართით გაშვებული ყველა "ფურთხი". დღეს ნაცების "პირველი" და "მესამე" პრეზიდენტები ერთიანი ძალებით გამოდიან საქართველოს წინააღმდეგ კულუარული ბრძოლის რეჟიმიდან ღია ფრონტის "ვა-ბანკ" ფორმატში - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, დიდი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი შემოგზავნილი იყო განახლებულ პოლიტიკურ სივრცეში ჯერ კიდევ 2004 წელს, როგორც პროექტი "მიშა-2".
„კიდევ უფრო მყარად ვენდობი საკუთარ ოპერატიულ ალღოს და ჩემს მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ დიდი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი შემოგზავნილი იყო ჩვენს განახლებულ პოლიტიკურ სივრცეში ჯერ კიდევ 2004 წელს, როგორც პროექტი "მიშა-2".
უმოკლეს ვადაში მოხდა მისი სანაცეთიდან მოჩვენებითი, დემონსტრაციული გამოყვანა და "ღრმა კონსერვაციის აგენტურის" კატეგორიაში გადაყვანა. კოჰაბიტაციის პერიოდის შემდგომ, დაიწყო მისი მხრიდან ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ეტაპი, როდესაც ზურაბიშვილის ფბ-აქტიურობა ძირითადად დაკავშირებული იყო "ნაცსექტის" მხილებასა და სააკაშვილის რეჟიმის კრიტიკასთან.
2018 წლისთვის აგენტოკრატებისთვის შეიქმნა იდეალური ვითარება, როდესაც საპრეზიდენტი არჩევნებში ვაშაძე გაიმარჯვებდა თუ ზურაბიშვილი - სიღრმისეულ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა. პირობითი ოპერაცია "მიშა-2"-ის ეს მონაკვეთი, აგენტოკრატების მიერ პირნათლად იქნა მოგებული.
2020 წლისთვის დაიწყო ამ სავარაუდო ოპერაციის კულმინაციის მომზადება - "ღრმა კონსერვაციიდან" აგენტის გამოყვანის სახით. ზურაბიშვილმა ერთი მეორის მიყოლებით, დაიწყო პატიმრობიდან ნაცმოძრაობის ავანგარდის გარედ გამოყვანა: ბატურინი, რურუა, უგულავა, ოქრუაშვილი, გვარამია. 
ვინაიდან აგენტოკრატების დავალების შესასრულებლად თავისუფლებაზე მყოფი სააკაშვილი, ესტაფეტაში ჩართული ზურაბიშვილის ფონზე არც არის საჭირო - მის ამნისტირებასაც აზრი არა აქვს, ნაცების "მესამე პრეზიდენტის" ირგვლივ იმ პოლიტიკური ძალების კონსოლიდირების მიზნით, ვისთვისაც სააკაშვილი მიუღებელ ფიგურას წარმოადგენს.
სალომე ზურაბიშვილის ლანძღვა/გინება მისი დღევანდელი მოკავშირეების მხრიდან როგორც ჩანს ასევე ერთიანი გეგმის ნაწილი იყო, ამიტომაც მოიწმინდა ასე იოლად "მადამ პღეზიდანმა" მისი მისამართით გაშვებული ყველა "ფურთხი". დღეს ნაცების "პირველი" და "მესამე" პრეზიდენტები ერთიანი ძალებით გამოდიან საქართველოს წინააღმდეგ კულუარული ბრძოლის რეჟიმიდან ღია ფრონტის "ვა-ბანკ" ფორმატში“, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა ქართული ჯარისთვის უცხოური დაფინანსების შეჩერებაზე: მარტივ ჭეშმარიტებას აქვს ადგილი - ჩვენმა ხელისუფლებამ, გაუგონარი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ქვეყანაში ომის დაწყებაზე
თამარ ჩიბურდანიძე: მაშინ, როდესაც ევროპელები ევროპის უსაფრთხოებით არიან შეშფოთებულნი, ქართველებს მშვიდად სძინავთ, სწორედ ამას არ გვპატიობენ
დავით ქართველიშვილი: საქართველომ უარი თქვა ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევაზე. ამიტომაც შეუჩერეს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და გადაისროლეს ეს თანხა იმ NGO ანგარიშებზე, ვინც მეორე ფრონტის გახსნაზე ოცნებობს
გიორგი გამსახურდია: როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ?
თამთა მეგრელიშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა
არქივი