სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
დავით ქართველიშვილი: როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე დღეს დაკავებული კიდევ ორი ბრალდებული - სამართლიანობის, მართალია, „ურმით" მოძრაობის, მაგრამ გარდაუვალობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 12 თებერვალი 2024, 16:59
აჭარაში მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის საქმის განხილვას ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და  წერს, რომ ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია. ქართველიშვილი მკვლელობის საქმის დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ დღეს დანაშაულის კიდევ ორი თანამონაწილე დააკავეს.

„ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია - სწორად გადაგდებული ისტორიის „ბუმერანგი" აუცილებლად ბრუნდება თავისი ნადავლით: 15 წლის წინ, აჭარაში არაადამიანური სისასტიკით მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის ფაქტზე, დღეს დანაშაულის კიდევ ორი თანამონაწილე დააკავეს. როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს - მის ნაწამებ სხეულში 40 ტყვიაა მოხვედრილი! მოკლული შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს, დაემუქრნენ, რომ თუ იჩივლებდა, მის მოკლულ ქმარს მოღალატედ გამოაცხადებდნენ და მთელი ცხოვრება მის შვილებს ამ დაღის ტარება მოუწევდათ. 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შავაძის საქმეზე დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი, შავაძის სასტიკი მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ კვლავ დაიწყეს მტკიცება, რომ არარსებული ბრალდებით ადამიანის უკანონო დაკავება, წამება და მკვლელობა, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილების შანტაჟი და დაშინება სწორი საქციელია. 

„ნაციონალურ მოძრაობას“ იგივე პოზიცია აქვს მის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებზეც, მაგრამ შავაძის საქმეს განსაკუთრებით ჰგავს თავდაცვის სამინისტროს ორი პირის - დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას და რეინჯერი დავით ცინდელიანის უკანონო დაკავების, წამებისა და მკვლელობის საქმეები. 

2008 წლის 27 აგვისტოს, დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა, მარიამობის წინ საყიდლებზე, ზუგდიდის ბაზარში გავიდა თავის მე-10 კლასელ ქალიშვილ ქრისტინასთან ერთად. გოგონა ბაზარში იყო შესული, როდესაც ორმა ფორმიანმა შეიარაღებულმა პირმა პაატა ქარდავა თავისივე ავტომანქანით გაიტაცა და გეზი აჭარისკენ აიღეს. მას შემდეგ, ქრისტინას მამა აღარ უნახავს. ქარდავას მანქანა მდინარე ჩოლოქთან დააგდეს, გადასხდნენ სხვა მანქანაში, მიიყვანეს პაატა ქარდავა ნავსადგურთან, სადაც ის უკვე რომან შამათავამ კატარღით გაიყვანა ღია ზღვაში, დახვრიტა და ცხედარი წყალში გადააგდო. ამ ბოროტების ჩამდენი, კუდ-ის მაღალჩინოსანი რომან შამათავა ამჟამად სასჯელს იხდის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი, ამ სასტიკ მკვლელს უსირცხვილოდ აცხადებენ ეროვნულ გმირად. 

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე დღეს დაკავებული კიდევ ორი ბრალდებული - სამართლიანობის, მართალია, „ურმით" მოძრაობის, მაგრამ გარდაუვალობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია... “ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა
გია აბაშიძე-ვითომ რუსული კანონის გამპროტესტებელი ადამ კინზინგერი "ქართულ ოცნებას" ვითომ აკრიტიკებს. ექს-კონგრესმენს, ქართველი ლიბძებილების დროებით კუმირს კინზინგერს გაქცეული ნაცჩინოვნიკები არ უხდიან
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან მარტივია დაინახო 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ძალიან მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ საქართველოს შორის, ძალიან მარტივია რადგან რიცხვები არ და ვერ იტყუებიან
დავით ქართველიშვილი რადიკალებს: ქართულ საზოგადოებაში ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა ქართულმა გენმა და ქართველობის კოდმა, ასე რომ, ტყუილად ნუ შეწუხდებით
ზურაბ ქადაგიძე სუს-ის განცხადებაზე-საქართველომ ყველა საშუალება და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის. ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნას, დამკვეთები დადგენილი და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მკაცრად პასუხგებული
არქივი