თამთა მეგრელიშვილი Numbeo.com-ის მონაცემებზე: ქვეყანაში მშვიდობის დამსახურებაა ქართული სახელმწიფოს განვითარება და მიმზიდველ ტურისტულ უსაფრთხო ცენტრად აღიარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
167 13 თებერვალი 2024, 13:22

„ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი ეხმიანება Numbeo.com-ის რეიტინგს, სადაც ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო მეოთხე ადგილზეა ღამით ტურისტების უსაფრთხო გადაადგილების კუთხით, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მეგრელიშვილის თქმით, მშვიდობის დამსახურებაა ის, რომ საქართველო მიმზიდველ და უსაფრთხო ტურისტულ ცენტრად იქნა აღიარებული.

"სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად და ის მე-4 ადგილს იკავებს.
Numbeo.com-ზე გამოქვეყნებული კვლევები და მონაცემები არ არის რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციის გავლენით მომზადებული. ორგანიზაციის მონაცემები გამოყენებული იქნა ისეთი საერთაშორისო გამოცემების მიერ, როგორებიცაა BBC, Time, The Week, Forbes, The Economist, Business Insider, New York Times, The Telegraph და სხვა. ქვეყანაში მშვიდობის დამსახურებაა ქართული სახელმწიფოს განვითარება და მიმზიდველ ტურისტულ უსაფრთხო ცენტრად აღიარება. უკვე მიღწეული პროგრესი კარგი შედეგია, საქართველო მშვიდობის დერეფანია და უსაფრთხო გარემოა აქ ჩამობრძანებული ყოველი ვიზიტორისთვის. მეტი ხელშესახები შედეგი ქართულ სახელმწიფოს, წინსვლა და მშვიდობა ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურად ტურბულენტურ რეალობაში“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ყურადსაღებია ის საგანგაშო ვითარება, რაც მუდმივადაა თავად აშშ-ში. სხვის თვალში ფარისევლურად ბეწვს ვითომ ხედავენ, ხოლო საკუთარში დირეს ჯიუტად - არა
ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია
ლევან ნიკოლეიშვილი: რასაც ევროკავშირის ელჩი ბედავს და ამბობს, რეალურად ომის გამოცხადებაა უცხოელების მხრიდან - ოპოზიციაც და მათი მფარველებიც გვეუბნებიან, რომ ხალხის ნების გამოხატვას არ მიიღებენ და რევოლუციის მოწყობას აპირებენ
დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ ბანერებზე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: კიდევ ერთი სამარცხვინოდ აღშფოთებული და ამაზრზენად შეშფოთებული - ესენი 27-ში რჩებიან, თუ ბილეთები დაჯავშნილი აქვთ უკვე?
ზაალ ანჯაფარიძე: „ფეისბუქ-ბანერებით ომი," რომელსაც აშშ აწარმოებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ადასტურებს ინფორმაციას, მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში „ფერადი რევოლუციის" მომზადებაზე
არქივი