გია აბაშიძე: საქართველოზე გაბოროტებული ნაცსექტის ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი, რომ ღამით ქუჩაში გასვლა „საშიშია“ და პოლიცია „არ მუშაობს“, საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
291 13 თებერვალი 2024, 13:35

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.

როგორც აბაშიძე წერს, საკუთარი უბადრუკობიდან გამომდინარე, საქართველოზე გაბოროტებული „ნაცსექტის“ ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი, რომ ღამით ქუჩაში გასვლა „საშიშია“ და პოლიცია „არ მუშაობს“, საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა.

„საკუთარი უბადრუკობიდან გამომდინარე, საქართველოზე გაბოროტებული „ნაცსექტის“ ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი, რომ ღამით ქუჩაში გასვლა „საშიშია“ და პოლიცია „არ მუშაობს“, საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა. სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.

საქართველო მე-4 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: შეერთებული შტატების პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, თუ მსოფლიოში როგორ მიაღწევს იმ მიზნებს, რა მიზნებიც მას გააჩნია. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც, ღიად შეიძლება ითქვას, ტრამპს მაინცდამაინც არ სიამოვნებს
ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხი დგას უკვე, ან აგრძელებენ მოქმედებას, ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს
შალვა პაპუაშვილი: საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს დღემდე არც ერთხელ არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია
დავით ქართველიშვილი რადიკალებზე: წლების განმავლობაში მათ პოლიტიკურ აქტივობას ასაზრდოებდა ამა თუ იმ ფონდებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული ფულის ნაკადი
ზონდერებსა და ბიზნეს - რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ
არქივი