დავით ქართველიშვილი სააკაშვილზე: ვერ პატიობს სოზარ სუბარს "ხალხის ძალის" სახელით გამოთქმულ მტკიცე განზრახვას - მომავალი მოწვევის პარლამენტში მისი კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ პოლიტიკური სასამართლოს დაინიცირების აუცილებლობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 13 თებერვალი 2024, 20:07
"ვერ აპატია სოზარ სუბარს სააკაშვილის ბრძანებით უსასტიკესად მოკლული როინ შავაძის, პაატა ქარდავასა და დათო ცინდელიანის საქმეების კულუარებიდან და ზღვის ფსკერიდან მზის შუქზე გამოტანა," - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში სოზარ სუბარის ხსენებას. ქართველიშვილის თქმით, სააკაშვილი ვერ პატიობს სოზარ სუბარს მის ობიექტურ და შეუვალ პოზიციებს სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით. "დღეს თავი შეგვახსენა პოლიტიკური კომიდან გამოსულმა უკრაინის მოქალაქემ და ნაცების პირველმა პრეზიდენტმა - სოზარ სუბარს მიმართავს, რათა მან "ხალხი ცოტა ჭკუაზე მოიყვანოს და გააგებინოს, რომ მასთან მიმართებით მაგრად მიქარავენ". გასაგებია მისი მიმართვის ადრესატი და სარკაზმის მცდელობა - სოზარ სუბარისთვის ვერ უპატიებია მისი მტკიცე და ეროვნული პოზიცია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მიმართ, რაზეც მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, დიდი ალბათობით სააკაშვილს მოუწევს ახალ მსჯავრთან შეგუება. ვერ აპატია სოზარ სუბარს სააკაშვილის ბრძანებით უსასტიკესად მოკლული როინ შავაძის, პაატა ქარდავასა და დათო ცინდელიანის საქმეების კულუარებიდან და ზღვის ფსკერიდან მზის შუქზე გამოტანა. რა თქმა უნდა, აგენტოკრატების დავალებით, ვერ გამოტოვებდა ხელსაყრელ მომენტს "გლობალური ომის პარტიის" ლაქია-მარიონეტების გამჭვირვალობის კუთხით გადადგმულ საკანონმდებლო ნაბიჯებს. და რაც მთავარია, ვერ პატიობს სოზარ სუბარს "ხალხის ძალის" სახელით გამოთქმულ მტკიცე განზრახვას - მომავალი მოწვევის პარლამენტში მისი კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ პოლიტიკური სასამართლოს დაინიცირების აუცილებლობის თაობაზე. სხვათა შორის, მიმდინარეობს ამ უსამშობლო უცხოელის აქტიური მზადება მისთვის უცხო ქვეყნის არჩევნებში მონაწილეობისა და მასში გაპრემიერების კუთხით. ამიტომ შევახსენებ საქართველოს სახელით იუსტიციის მინისტრის გაჟღერებულ შემოთავაზებას: ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ ჩამოუყვანონ ფსიქიატრიის დარგის სპეციალისტი - რის ხარჯებსაც, სახელმწიფო თავის თავზე აიღებს..." - წერს ქართველიშვილი. "ვერ აპატია სოზარ სუბარს სააკაშვილის ბრძანებით უსასტიკესად მოკლული როინ შავაძის, პაატა ქარდავასა და დათო ცინდელიანის საქმეების კულუარებიდან და ზღვის ფსკერიდან მზის შუქზე გამოტანა," - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში სოზარ სუბარის ხსენებას. ქართველიშვილის თქმით, სააკაშვილი ვერ პატიობს სოზარ სუბარს მის ობიექტურ და შეუვალ პოზიციებს სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით. "დღეს თავი შეგვახსენა პოლიტიკური კომიდან გამოსულმა უკრაინის მოქალაქემ და ნაცების პირველმა პრეზიდენტმა - სოზარ სუბარს მიმართავს, რათა მან "ხალხი ცოტა ჭკუაზე მოიყვანოს და გააგებინოს, რომ მასთან მიმართებით მაგრად მიქარავენ". გასაგებია მისი მიმართვის ადრესატი და სარკაზმის მცდელობა - სოზარ სუბარისთვის ვერ უპატიებია მისი მტკიცე და ეროვნული პოზიცია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მიმართ, რაზეც მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, დიდი ალბათობით სააკაშვილს მოუწევს ახალ მსჯავრთან შეგუება. ვერ აპატია სოზარ სუბარს სააკაშვილის ბრძანებით უსასტიკესად მოკლული როინ შავაძის, პაატა ქარდავასა და დათო ცინდელიანის საქმეების კულუარებიდან და ზღვის ფსკერიდან მზის შუქზე გამოტანა. რა თქმა უნდა, აგენტოკრატების დავალებით, ვერ გამოტოვებდა ხელსაყრელ მომენტს "გლობალური ომის პარტიის" ლაქია-მარიონეტების გამჭვირვალობის კუთხით გადადგმულ საკანონმდებლო ნაბიჯებს. და რაც მთავარია, ვერ პატიობს სოზარ სუბარს "ხალხის ძალის" სახელით გამოთქმულ მტკიცე განზრახვას - მომავალი მოწვევის პარლამენტში მისი კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ პოლიტიკური სასამართლოს დაინიცირების აუცილებლობის თაობაზე. სხვათა შორის, მიმდინარეობს ამ უსამშობლო უცხოელის აქტიური მზადება მისთვის უცხო ქვეყნის არჩევნებში მონაწილეობისა და მასში გაპრემიერების კუთხით. ამიტომ შევახსენებ საქართველოს სახელით იუსტიციის მინისტრის გაჟღერებულ შემოთავაზებას: ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ ჩამოუყვანონ ფსიქიატრიის დარგის სპეციალისტი - რის ხარჯებსაც, სახელმწიფო თავის თავზე აიღებს..." - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული
დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით
ზელენსკი: დასავლელ პარტნიორებს აქვთ ყველაფერი საიმისოდ, რათა უკრაინამ თავისი ხალხი რუსი ტერორისტებისგან დაიცვას
პაატა კვიჟინაძე: ამერიკისათვის ლიდერობის შენარჩუნება უპირატესია. იციან, ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს, მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა სხვის ინტერესებს გაატარებენ
თენგიზ შარმანაშვილი რუსი პროპაგანდისტის განცხადებაზე: ვითომ ისეთი სულელები არიან რუსები, რომ თანადგომის გამოხატვით ვერ ხვდებოდნენ, ვის აძლიერებენ - ვერ ხვდებიან კი არა, მათი დაგეგმილია
არქივი