დავით ქართველიშვილი გახარიაზე: პროფესიონალი ჯამბაზი, რომელიც სასაცილოდ გამოიყურება - მაყურებლის ოვაციებს იმსახურებს. ხოლო ჯამბაზად ქცეული პოლიტიკოსი - ცრემლის ღირსიც აღარაა...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 13 თებერვალი 2024, 22:13
„ტვ პირველსაც" მოუწია უეჭველი ჭეშმარიტების გაშუქება, რომლითაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი „ფარული" დადგენილების „დამალვის" ფაქტი სწორედ ექს-პრემიერ გახარიას მმართველობის პერიოდს მიაკუთვნა,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. მისი თქმით, კორუმპირებულთა სიაში გახარიას მომხრეების მხრიდან ირაკლი კობახიძის მოხსენიება, მიუღებელია.
„დღეს ინგა გრიგოლიას საყვარელმა რესპონდენტმა გიორგი გახარიამ საკუთარი მსტოვრები „ჭუტავიზიას" მიუქსია: „თქვენო, კორუმპირებულ მოქმედ პრემიერს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში ეხმარებითო.” გაფუჭებული საათივით, რომელიც დღეში ორჯერ მაინც სწორ დროს განახებს, „ტვ პირველსაც" მოუწია უეჭველი ჭეშმარიტების გაშუქება, რომლითაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი „ფარული" დადგენილების „დამალვის" ფაქტი სწორედ ექს-პრემიერ გახარიას მმართველობის პერიოდს მიაკუთვნა.
ცალკე თემაა გახარიას კორუმპირებული პოლიტსაბჭოს წევრთა ამ კატეგორიაში ირაკლი კობახიძის მოხსენიება, რომელიც შეიძლება "დაადანაშაულო": სწორ აღზრდაში, ჭკუაში, ანალიტიკურ აზროვნებაში, პროფესიონალიზმში, პატიოსნებაში, საორგანიზაციო ნიჭში, თავაზიანობისა და აუღელვებლობის ფარგლებში სიხისტეში, პრინციპულობასა და მამულიშვილობაში - ანუ, ყველაფერში, გარდა კორუფციისა. ისეც არ უნდა გამოხვიდე მწყობრიდან, რომ თუნდაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეში შენთვის დამახასიათებელი უამრავი მანკიერებიდან ერთ რომელიმეს მაინც ეძებდე გაშმაგებული და წარუმატებელი ძებნის შედეგად - ყველაზე ფანტასტიკურ ვერსიაზე შეჯერდე. პროფესიონალი ჯამბაზი, რომელიც სასაცილოდ გამოიყურება - მაყურებლის ოვაციებს იმსახურებს. ხოლო ჯამბაზად ქცეული პოლიტიკოსი - ცრემლის ღირსიც აღარაა...“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილისა და ძარცვის იდეოლოგიაა - „OC Media“-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს
ზურაბ ქადაგიძე გამჭვირვალობის კანონზე: ანა სუბელიანს და ლაშა ბუღაძეს გალობა დააწყებინა კანონმა - მეტი რა უნდა ექნა ერთ კანონს?!
ლევან ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეებზე: ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და ... რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში... ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?!
შალვა პაპუაშვილი: NED-ისა და EED-ის დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი. მათ შორის, პარლამენტზე თავდასხმაში
კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული
არქივი