თამთა მეგრელიშვილი: სამყაროს კანონზომიერების წინააღმდეგ ბრძოლაში იარაღი, სახელწოდებით ლიბერალიზმი, პირდაპირ ჯანსაღი ფსიქიკის ბავშვებისა და ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებული ფასეულობების მომაკვდინებელ იარაღად იქცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 27 თებერვალი 2024, 16:53

მსოფლიოში ცისარტყელას ფერებში შეფუთული ლგბტ პროპაგანდა ფერად ტერორად იქცა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თამთა მეგრელიშვილი ლგბტქ პროპაგანდას აკრიტიკებს, რომელიც დასავლეთიდან მოედინება და სხვა ქვეყნებთან ერთად, საფრთხეს საქართველოსაც უქმნის.

„სამყაროს კანონზომიერების წინააღმდეგ ბრძოლაში იარაღი, სახელწოდებით ლიბერალიზმი, პირდაპირ ჯანსაღი ფსიქიკის ბავშვებისა და ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებული ფასეულობების მომაკვდინებელ იარაღად იქცა.

დაკვეთაა ამორალურობა. გარყვნილება ნორმად იქცეს. მიზანია სქესისაგან თავისუფალ არსებებად გვაქციონ ისე, რომ ჩვენ ქალად ან კაცად დაბადება გარკვეულ უხერხულობას გვიქმნიდეს და სქესის დაბადების შემდგომ არჩევანის უფლებებში საკუთარი იდენტობა დავკარგოთ.

მსოფლიო ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება! ეს უფლებების სახელით მოსიარულე სიბნელე, ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს სათავეს და ევროპაში პოვებს გაგრძელებას. სიბნელე და კანონზომიერების წინააღმდეგ მიმართული მუშაობაა მცდელობა, ოჯახი ტრადიციული ოჯახიდან „მშობელი ნომერი ერთი“ და „მშობელი ნომერი ორამდე“ დაიყვანონ;

ახალდაბადებულ ჩვილები დედის რძის მაგივრად, მამაკაცის რძეზე გაზარდონ; ამერიკულ დოკუმენტებში სქესის მითითება საერთოდ აკრძალონ და სხვა.

შეიძლება ახლა ამას კითხულობთ და ფიქრობთ, რომ ეს უფლებრივი სიბნელე მხოლოდ ამერიკისა და ევროპის პრობლემაა და საქართველოსთან არავითარ შემხებლობაში არ არის, მაგრამ - ცდებით.

ეს უზნეობა აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, ისინი ამ საკითხის ასე განვითარებას აქაც მოითხოვენ, უფრო მეტიც, რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული ენჯეოები და მედიასაშუალებები ამ მძიმე თემების პროპაგანდას პირდაპირ დაივალებენ.

სწორედ ამიტომ, „ხალხის ძალამ“, როგორც ყოველი საფრთხის მეხამრიდმა ძალამ, ეს მძიმე თემაც საკუთარ თავზე აიღო და დღეს თქვენ მოისმინეთ ბატონი გურამ მაჭარაშვილის ბრიფინგი და „ხალხის ძალის“ გუნდის ღია პოზიცია, რომ ჩვენ ამ უზნეობის, ამ არაკანონზომიერების წინააღმდეგნი ვართ.

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ არ დავუშვებთ ძალადობას ახალი თაობის ფსიქიკაზე, არ დავუშვებთ უფლებების სახელით ამ სიბნელის პროპაგანდას.

ჩვენ ვართ საზოგადოება, რომლისთვისაც პირველადია ჩვენი სარწმუნოება, ტრადიციები და ფასეულობები, რომლებმაც დღემდე სწორედ ამ ფორმით ასე მოგვიყვანა.

ტყუილია ყველა შეფარვითი მცდელობა ლიბერალიზმი გადაითარგმნოს როგორც უფლებებში თავისუფლება.

ნამდვილ ლიბერალიზმს აქვს თავისი ჩარჩოები და არაფერი აქვს საერთო მის დღევანდელ გაგებასთან.

მინაწერი: მივმართავ საქართველოში შვეიცარიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის საელჩოებს, ასევე, გაეროს დაფინანსებული UNDP - ს პროგრამის ხელმძღვანელებს - გთხოვთ, გვიპასუხეთ: რატომ აფინანსებთ LGBT პროპაგანდას საქართველოში? ქართულ საზოგადოებას, მის განწყობებს, ტრადიციებსა და ფასეულობებს პატივს არ სცემთ? თუ საქართველო კოლონია გგონიათ, რომელზეც საკუთარ დღის წესრიგს თავისუფლად არგებთ?

ასევე, საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, დანიგანის პოზიცია, ის იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის პოზიციას (მან გამოსცა ბრძანება და თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა - „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“) თუ ემიჯნება მას და ქართველისა და ქართულის დამოკიდებულებას რწმენისა და ტრადიციებისადმი სრულად იზიარებს?!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია კვესიტაძის მიერ გამოქვეყნებულ "იმედის" ჟურნალისტების სიაზე: ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს, ის ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ "ოპოზიციის" აზრს - განცხადების ავტორებს მინდა ვუთხრა, ტიტუშკები რუსულ ფულთან ერთად, თქვენს ბინძურ ბანაკში მოიკითხეთ
ბიძინა გიორგობიანი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: იმედია, სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს
ედიშერ გვენეტაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე-ეჭვი მაქვს ეს ძალადობა გამოწვეული და დადგმული ხომ არ არის იგივე ე.წ. ოპოზიციის მიერ, რომ დაძაბოს ვითარება, შემდეგ კი ქვეყანაში დაიწყოს უმართავი პროცესები
დავით ჩიხელიძე - ოპოზიციამ დაინახა, რომ აქციას ხალხი აკლდებოდა, მათ საზოგადოების გაბრაზების ახალი მიზეზი სჭირდებოდათ, რისთვისაც ჟურნალისტები გამოიყენეს, მათთვის ხომ ადამიანური მსხვერპლი მხოლოდ სტატისტიკაა, ისინი ყოველ ადამიანს მიზნისკენ მისაღწევ ინსტრუმენტად განიხილავენ
დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე - უცნაური ქრონოლოგია: სუსმა გამოითხოვა კუნთმაგარი ბიჭებიო, მაკა ამხელა ქალაქში აგნებს მათ ზუსტ ლოკაციას, ზურა გირჩი აღმოჩნდა ზუსტად იმ ლოკაციაზე, ცემის კადრს უწყვეტად იღებს ვიღაც ტელეფონით - ეს პროვოკაცია არ არის?
არქივი