გია აბაშიძე: "ვეტინგის" შემოღების ინიციატორებმა გადახედონ საერთაშორისო კვლევებს და ნახონ თუ როგორი გაჭენებულია კორუფცია უკრაინაში, ალბანეთსა და მოლდოვაში და როგორი უმდაბლესი ნდობაა იქაური მართლმსაჯულების სისტემებისადმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 28 თებერვალი 2024, 15:30
გლობალური ომის პარტიის ვასალ ნაცოპოზიციას სურს, რომ მართლმსაჯულებაში "ვეტინგი" განახორციელონ უცხოელმა აქტორებმა. უკაცრავად და ძალიან ბევრი აქ მომუშავე დიპლომატი, უცხოელი ექსპერტი და სხვადასხვა მისიით ჩამოსულნი დღემდე ვერ ერკვევიან ქართველ პოლიტიკოსებში, ეშლებათ მათი სახელები, გეოგრაფიული ადგილები და ქართველ მოსამართლეებს ობიექტურად და სამართლიანად შეაფასებენ?! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, "ვეტინგის" სისტემა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას უცხოელი ექსპერტების სიტყვაა გადამწყვეტი.

„რადიკალური ოპოზიცია და მისი მარიონეტი მედია გვთავაზობენ მართლმსაჯულებაში "ვეტინგის" შემოღებას და დარწმუნებული ვარ, რევანშისტებში უმეტესობამ არც კი იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა. "ვეტინგი" არის ინდივიდის, კომპანიის ან სხვა სუბიექტის საფუძვლიანი გამოძიება-შესწავლის პროცესი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ერთობლივ პროექტთან ანდა თანამდებობაზე დანიშვნასთან თუნდაც მაღალი ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით. ამ სიტყვის ეტიმოლოგია გარკვეულწილად უხერხულიცაა და უკავშირდება ვეტერინარს/ვეტს. თავდაპირველად დოღის ტერმინი იყო, რაც გულისხმობდა მოთხოვნას, რომ ცხენი შემოწმებულიყო ჯანმრთელობისა და სიჯანსაღის შესახებ ვეტერინარის მიერ, სანამ რბოლაში მისცემდნენ უფლებას. ამრიგად, "ვეტინგმა" მიიღო „შემოწმების“ მნიშვნელობა.
პროცესი ძვირია (აშშ-ში ათასობით დოლარი ჯდება), დროში გაწელილი, სუბიექტური და შეცდომების დამშვები. ჩვენს შემთხვევაში, გლობალური ომის პარტიის ვასალ ნაცოპოზიციას სურს, რომ მართლმსაჯულებაში "ვეტინგი" განახორციელონ უცხოელმა აქტორებმა. უკაცრავად და ძალიან ბევრი აქ მომუშავე დიპლომატი, უცხოელი ექსპერტი და სხვადასხვა მისიით ჩამოსულნი დღემდე ვერ ერკვევიან ქართველ პოლიტიკოსებში, ეშლებათ მათი სახელები, გეოგრაფიული ადგილები და ქართველ მოსამართლეებს ობიექტურად და სამართლიანად შეაფასებენ?!
"ვეტინგის" სისტემის შემოღების შემთხვევაში პრობლემატური გახდება მოსამართლეების დანიშვნის თუ თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი. მოსამართლეები დაკარგავენ თავისუფლებას და იქნებიან უცხოური გავლენების ქვეშ.
ხაზგასასმელია, რომ უწინარესად, "ვეტინგის" სისტემა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან უცხოელი ექსპერტების სიტყვა გადაწყვეტილების მიღებისას არის გადამწყვეტი. რაც მთავარია, "ვეტინგის" შემოღების ინიციატორებმა გადახედონ სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებს და ნახონ თუ როგორი გაჭენებულია კორუფცია უკრაინაში, ალბანეთსა და მოლდოვაში და საქართველოსთან შედარებით, როგორი უმდაბლესი ნდობაა იქაური მართლმსაჯულების სისტემებისადმი“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს - ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
არქივი