თამთა მეგრელიშვილი: დღეს ვიცით, რომ ოპოზიცია მეტწილად დესტრუქციისათვის საზღვარგარეთიდან თითქმის ულიმიტო თანხებით ფინანსდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
239 28 თებერვალი 2024, 16:59

"ხალხის ძალის" მიერ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანილ კანონპროექტზე სახელწოდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ოპოზიციურმა სპექტრმა და არასამთავრობო სექტორმა პოლიტიკური ისტერიკა დაიმართა. ჩვენ ვიხილეთ ერთი გეგმით მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი გუნდი რომელმაც დეზინფორმაციით - "ეს კანონი რუსულია“ ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა და მათ მოლოტოვის კოქტეილები ასროლინა, - ამის შესახებ, ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ოპოზიციის საზღვარგარეთიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც, პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის ტოლფასია.

მეგრელიშვილის განცხადებით, აგენტურა გაიშიფრა და მისაღები კანონი მიღების გარეშე ამუშავდა, შესაბამისად, საზოგადოებამ იცის, რომ ოპოზიცია დესტრუქციისათვის საზღვარგარეთიდან ფინანსდება.

""ხალხის ძალის" მიერ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანილ კანონპროექტზე სახელწოდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ოპოზიციურმა სპექტრმა და არასამთავრობო სექტორმა პოლიტიკური ისტერიკა დაიმართა. ჩვენ ვიხილეთ ერთი გეგმით მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი გუნდი რომელმაც დეზინფორმაციით - "ეს კანონი რუსულია" ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა და მათ მოლოტოვის კოქტეილები ასროლინა. ამას არ დასჯერდა და პარლამენტის წინ საკუთარი თავის ფარად ეს ახალგაზრდები აიფარა და სისხლისღვრისთვის მოამზადა, როგორც მათ დეზინფორმაციაზე მსხვერპლად შესაწირნი. "ქართული ოცნება" და "ხალხის ძალა" არ და ვერ დაუშვებდა ახალგაზრდების იარაღად გამოყენებას და ჩვენ მოგებული პოზიცია დავთმეთ. ამ დათმობის ფონზეც კი დესტრუქციული ოპოზიციური სპექტრისა და მეორე მაიდანის მომლოდინე დამფინანსებლების მიერ გასროლილმა მილიონებმა ფასი დაკარგა. ფაქტობრივად ამ ხალხმა (ოპოზიციამ და დამფინანსებლებმა) რამდენიმე მილიონად ნაყიდ საკუთარი დანაშაულის აღიარებით დოკუმენტზე მოაწერეს ხელი და დამტკიცდა ის, რაც აქამდე შიგნიდან ასე კარგად ჩანდა! აგენტურა გაიშიფრა და მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად ამუშავდა! ჩვენ დღეს ვიცით, რომ ოპოზიცია მეტწილად დესტრუქციისათვის საზღვარგარეთიდან თითქმის ულიმიტო თანხებით ფინანსდება. 2024 წელი საარჩევნო წელია და საყურადღებოა, რომ მათ მიერ მიღებული დაფინანსება არჩევნებში გარე ძალების ჩარევის ტოლფასია რაც მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელია და განგაშის საფუძველია“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე
ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა
დავით ქართველიშვილი: როცა ბრალდებული გამოტანილ განაჩენს კიდევ ახალ დანაშაულს ამატებს, ამ დროს შთანთქმის პრინციპი აღარ მუშაობს - სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობაში კიდევ ხუთწელიწადნახევარი უნდა გაატაროს
შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში შემოპარებამდე, ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წელი
დავით ქართველიშვილი: „დიფ სთეითის“ გავლენის აგენტები დღეს უკვე მათთვის მიუღებელ ვაშინგტონს მაინც მიანიშნებენ, „რამე რომ იყოს“, რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენს მხარეს ხომ დადგებიო
არქივი