დავით ქართველიშვილი: „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ანგარიშზე მორიგი 420 ათასი დოლარი ჩაირიცხა, ეს თანხაც მოხმარდა საქართველოზე ტენდენციური და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 04 მარტი 2024, 15:32
"ოფშორმედიის" კოლექტივის გულების გასახეთქი მორიგი მონაცემები გამოაქვეყნა რუსულ/ამერიკულმა FARA-მ: „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის ანგარიშზე გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) მორიგი 420 ათასი დოლარი ჩაირიცხა, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, დავით კეზერაშვილის ტელეკომპანიის მიერ ლობისტურ საქმიანობაში დახარჯული თანხა, მოხმარდა აშშ-ის მოსახლეობაში "ფორმულას" პოპულარიზაციას და საქართველოს შესახებ ტენდენციური, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას. 

""ოფშორმედიის" კოლექტივის გულების გასახეთქი მორიგი მონაცემები გამოაქვეყნა რუსულ/ამერიკულმა FARA-მ: „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის ანგარიშზე გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) მორიგი 420 ათასი დოლარი ჩაირიცხა.
მსგავსად მანამდე ჩარიცხული ნახევარი მილიონისა, ეს თანხაც მოხმარდა აშშ-ს მედიასივრცეში "ოფშორTV"-ს საქმიანობის პოპულარიზაციას და საქართველოზე ტენდენციური და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას. ამერიკაში საარჩევნო წელიწადის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის რიგებში "ფორმულას" მიმართ ინტერესის გაღვივება თუ საქართველოს შიდა სამზარეულოს ამსახველი გინდ აბსოლუტური სიმართლის შემცველი ახალი ამბების ტირაჟირება - ალბათ შეიძლება ისეთ სიგიჟეს შევადაროთ, როგორიც იქნებოდა მაგალითად CNN-სთვის ნახევარსაათიანი სიუჟეტის შეკვეთა წალენჯიხაში მიმდინარე მუნიციპალური პროექტების შესახებ.
საქართველოს სატელევიზიო რეიტინგების ფსკერზე მყოფი "ოფშორTV"-ს მფლობელი რაში ხარჯავს თანხას, რომელიც "ფორმულას" კოლექტივის დაახლოებით 100 თანამშრომლის წლიურ სახელფასო ბიუჯეტს აღემატება - მართლაც გაუგებარია. თუმცა, რა ჩემი (ჩვენი) საქმეა. ისღა გვრჩება, კეზერას ამერიკელი ლობისტების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გვახარებდეს, პრინციპიდან: "მუქთა იყოს - კუბო იყოს"." - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეებზე: ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და ... რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში... ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?!
შალვა პაპუაშვილი: NED-ისა და EED-ის დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი. მათ შორის, პარლამენტზე თავდასხმაში
კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული
დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით
ზელენსკი: დასავლელ პარტნიორებს აქვთ ყველაფერი საიმისოდ, რათა უკრაინამ თავისი ხალხი რუსი ტერორისტებისგან დაიცვას
არქივი