ნინო ფოჩხუა ვეტინგის სისტემაზე: დღეს, როგორც არასდროს საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, შიდა და გარე მტრები ცდილობენ დაგვაბრუნონ ძველ ორბიტაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 12 მარტი 2024, 23:09

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ე.წ ვეტინგის სისტემის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტი თავის პოსტში მოკლედ მიმოიხილავს იმას თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ვეტინგის სისტემამ სუვერენულ ქვეყანას და ალბანეთის მაგალითს იშველიებს.

როგორც ექსპერტი წერს, ვეტინგი ალბანურ მართლმსაჯულებაზე სრულ კონტროლს ნიშნავს. მისი თქმით, იგივე სქემის განხორციელება სურთ დღეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ვეტინგი არ გამოვა დღევანდელი ხელისუფლების და დღევანდელი განულებული ოპოზიციის პირობებში.

„დღეს, როდესაც როგორც არასდროს საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, შიდა და გარე მტრები ცდილობენ დაგვაბრუნონ ძველ ორბიტაზე, როცა საქართველოს ხელისუფლება ხან მოსკოვს ემორჩილებოდა და ხან ვაშინგტონს.

ახლა გამოჩნდა სიტყვა ვეტინგი. რას ნიშნავს ეს და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს სუვერენულ ქვეყანას? ამის მაგალითი ვეტინგის ალბანური მეთოდია, რაც ნიშნავს მოსამართლეების, პროკურორების შესწავლას, და ალბანურ მართლმსაჯულებაზე სრულ კონტროლს, რაშიც სოროსის ფონდს ეხმარებოდა აშშ მთავრობა ობამას პრეზიდენტობის დროს გადამხდელთა ფულით, რასაც საიდუმლოდ აკეთებდა, რათა თავის გავლენის ქვეშ მოექცია ალბანეთის პრემიერ-მინისტრი და მართლმსაჯულება. იგივე სქემის განხორციელება სურთ დღეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ვეტინგი არ გამოვა დღევანდელი ხელისუფლების და დღევანდელი განულებული ოპოზიციის პირობებში. აღარ არის ის დრო და აღარ არიან ხელისუფლებაში დღევანდელი ოპოზიციის ლიდერები და რაც მთავარია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, - წერს ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: NED-ისა და EED-ის დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი. მათ შორის, პარლამენტზე თავდასხმაში
კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული
დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით
ზელენსკი: დასავლელ პარტნიორებს აქვთ ყველაფერი საიმისოდ, რათა უკრაინამ თავისი ხალხი რუსი ტერორისტებისგან დაიცვას
პაატა კვიჟინაძე: ამერიკისათვის ლიდერობის შენარჩუნება უპირატესია. იციან, ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს, მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა სხვის ინტერესებს გაატარებენ
არქივი