ნინო ფოჩხუა: 2008 წლის ომზე გამოძიება დასაწყებია, ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს უახლესი ისტორია და მომავალში აღარ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის „გაპრავებას“ დააპირებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 13 მარტი 2024, 11:48

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ხალხის ძალის“ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, არჩევნებს აღარ დაელოდებიან და 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების დაწყებას არჩევნებამდე მოითხოვენ.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომზე გამოძიება აუცილებლად დასაწყებია, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს თავისი უახლესი ისტორია და მომავალში აღარ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის „გაპრავებას“ დააპირებენ.

„იქნებ ვინმემ თქვას, ეს გადაწყვეტილებაც კრემლის დავალებააო? განცხადებაში მოყვანილია თავად სააკაშვილის, მისი მონების და მათი უცხოელი პარტნიორების გამონათქვამები 2008 წლის ომზე. ასე რომ გამოძიება აუცილებლად დასაწყებია, ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს თავისი უახლესი ისტორია და მომავალში აღარ გამოჩნდნენ ზურაბიშვილის, კვესიტაძის, ჟიჟილაშვილის, გუბაზის და ა.შ. ადამიანები, ვინც დააპირებენ სააკაშვილის სისხლიანი, მტრული რეჟიმის „გაპრავებას“, - წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: NED-ისა და EED-ის დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი. მათ შორის, პარლამენტზე თავდასხმაში
კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული
დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით
ზელენსკი: დასავლელ პარტნიორებს აქვთ ყველაფერი საიმისოდ, რათა უკრაინამ თავისი ხალხი რუსი ტერორისტებისგან დაიცვას
პაატა კვიჟინაძე: ამერიკისათვის ლიდერობის შენარჩუნება უპირატესია. იციან, ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს, მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა სხვის ინტერესებს გაატარებენ
არქივი