დავით ქართველიშვილი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე: აღნიშნული კანონპროექტი გამოაჩენს იმ დეპუტატების გვარებს, ვინც საკუთარი "ენჯეო"-ს ხაზით დაფინანსებას - ოჯახურ ფასეულობებზე და არასრულწლოვანთა დაცვაზე მაღლა აყენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 25 მარტი 2024, 12:58
საკონსტიტუციო კანონპროექტის წარდგენით, ჩვენ საოჯახო ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის თამასა ავწიეთ მათ დასაცავად საჭირო ყველაზე მაღალ საფეხურზე, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი  დავით ქართველიშვილი, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების თაობაზე. 


ქართველიშვილის თქმით, აღნიშნული 8-პუნქტიანი კანონპროექტი გამოაჩენს იმ დეპუტატების გვარებს, ვინც საკუთარი "ენჯეო"-ს ხაზით დაფინანსებას - ოჯახურ ფასეულობებზე და არასრულწლოვანთა დაცვაზე მაღლა აყენებს.


„მოსახლეობის წინაშე დაანონსებული პროცესი დაიძრა. "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს საკონსტიტუციო კანონის პროექტი მომზადებულია. მომზადებულია ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობის გარეშე და აუცილებლად გაივლის რეგიონალურ დონეზე, ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით საჯარო განხილვას - რათა დაფიქსირებული იქნას ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულება აღნიშნული საკითხებისადმი.
დღევანდელი სულ 8-პუნქტიანი კანონპროექტი - საკონსტიტუციო ფორმატისაა და მისაღებად მოითხოვს დეპუტატთა არანაკლებ 2/3 ხმებს. ამ ეტაპზე ეს ამოცანა შესაძლოა არარეალურად მოგვეჩვენოს, ოპოზიციის მოსალოდნელი დამოკიდებულების გამო. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვეცოდინება იმ დეპუტატების გვარები, ვინც საკუთარი "ენ-ჯე-ო"-ს ხაზით დაფინანსებას - ოჯახურ ფასეულობებზე და არასრულწლოვანთა დაცვაზე მაღლა აყენებს. ასევე, კიდევ ერთხელ დააყენებს დღის წესრიგში იმის აუცილებლობას, რატომ არის საჭირო ჩვენი სამშობლოს ტრადიციული ფასეულობების კონსტიტუციის დონეზე დასაცავად, მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა.
აქვე დავამატებ - ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ აპრიორი "განუხორციელებელი მისიის" დღევანდელი "პრეზენტაციით", ხელისუფლება და "ხალხის ძალა" თავის დაპირებულ სიტყვაზე უარს იძახის. საკონსტიტუციო კანონპროექტის წარდგენით, ჩვენ საოჯახო ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის თამასა ავწიეთ მათ დასაცავად საჭირო ყველაზე მაღალ საფეხურზე. რაც შეეხება ამ კანონპროექტში მოყვანილ ცალკეულ ინიციატივებს, მათი გაშლა მოხდება ათეულობით ე.წ. "ჩვეულებრივი" კანონებში, რომელთა დაკორექტირებას დღეს წარმოდგენილი მუხლების მიხედვით 76 ხმა ესაჭიროება, რომლის პრობლემა ხელისუფლებას, "ხალხის ძალას" და ჯანსაღ საპარლამენტო ოპოზიციას ამ ეტაპზეც კი არ გააჩნია.
ასე რომ, პროცესი დაიძრა. სამუშაო, თავის საბოლოო ხორცშესხმის მიზნით, მხოლოდ საწყის სტადიაზეა. ეხლა აუცილებელი იქნება ამ საკონსტიტუციო დაცქ ჩვეულებრივი საკანონმდებლო ინიციატივებს მიეცეს ფართო საზოგადოებრივი დაკვეთისა და მხარდაჭერის სახე - რაც არა მგონია, ასევე რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!
დავით ქართველიშვილი: ვინც 28-ში პროტესტის ნიშნად დააიგნორებს „რუსულ ბზობას", ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, რომელსაც ნაცებიც კი აღარ მოიხსენიებენ „ვარდების რევოლუციის მოედნად"
ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
არქივი