გია აბაშიძე: რა შუაშია კვოტირება, მაგალითად, თაღლითი მამუკა ხაზარაძის "ლელოს" შემთხვევაში? რისი იმედი აქვს ამ ვერშემდგარ პოლიტიკოსს, როდესაც მისი თანაგუნდელები ტოტალურ სიბეცეს ამჟღავნებენ ნებისმიერ თემაზე, მათ შორის არითმეტიკაში?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 02 აპრილი 2024, 14:59
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი "გირჩის" ინიციატივა საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას, გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ, მორიგი ლაკმუსის ქაღალდია პოლიტიკანების დასაფიქსირებლად, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ქართული ოცნებისთვის“ კვოტირება ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მმართველ გუნდს ყველაზე ძლიერი პარტიული ქალთა ორგანიზაცია აქვს ქვეყანაში. კვოტირების გაუქმების მოწინააღმდეგეებს კი არავინ უკრძალავს პარტიული სიების ქალებით დაკომპლექტებას.
"მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი "გირჩის" ინიციატივა საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას, გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ, მორიგი ლაკმუსის ქაღალდია პოლიტიკანების დასაფიქსირებლად. ოპოზიციაში პოლიტიკოსობაზე პრეტენზიების მქონენი, განსაკუთრებით ცალკეული ქალები სამარცხვინოდ აცხადებენ, რომ თითქოს ქალთა ხმა არ ისმის პოლიტიკაში. შთაბეჭდილება მყარდება, რომ ასეთი პერსონაჟები ან სხვა განზომილებაში ცხოვრობენ ან იდეაფიქსი აქვთ, რომ რასაც კი "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს, აუცილებლად უნდა გააპროტესტონ. და არ აქვს მნიშვნელობა რეპუტაციულად თავს კიდევ უფრო დაიზიანებენ როგორც უმეცრები, თუ არა. ისედაც ურეიტინგონი არიან და 0-ის გარშემო ტრიალის ტრაექტორია არარელევანტურია. მწარე რეალობა კი ისაა, რასაც ამ ინიციატივის ტრაგიკომიკური მოწინააღმდეგენი გაურბიან, რომ პარტიული სიის ფორმირებისას მათ არავინ უკრძალავს ყოველი მეოთხე თუ მეორე იყოს ქალი. თუმცა, ადამიანური რესურსები მწირი რომ აქვთ ცალკეულ მარგინალ პარტიებს, სიახლე არავისთვისაა. ფაქტია, რომ ქართული ოცნებისთვის“ კვოტირება ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მმართველ გუნდს ყველაზე ძლიერი პარტიული ქალთა ორგანიზაცია აქვს ქვეყანაში. „ქართულ ოცნებას“ აქვს ქალთა წარმომადგენლობა როგორც პარლამენტში, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში. ხოლო ძლიერი პარტიული ორგანიზაციები იქმნება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პარტიას აქვს ელექტორატის დიდი ნაწილის მტკიცე მხარდაჭერა. რა შუაშია კვოტირება, მაგალითად თაღლითი მამუკა ხაზარაძის კანტორა "ლელოს" შემთხვევაში? საერთოდ რისი იმედი აქვს ამ ვერშემდგარ პოლიტიკოსს, როდესაც მისი თანაგუნდელები ტოტალურ სიბეცეს ამჟღავნებენ ნებისმიერ თემაზე, მათ შორის არითმეტიკაში?.."- წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე კესარიას მკვლელობაზე რადიკალების შეფასებებზე: ყველანაირ სიბინძურეს კადრულობთ და ადამიანურ უბედურებებსაც კი საკუთარი პოლიტიკური ბინძური ეგოს დასაკმაყოფილებლად იყენებთ
დავით ქართველიშვილი ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: ამ წყვილს მთელი ქვეყანა ქომაგობს. წელს საქართველოში ერთნაირსქესიანთა პოლიტიკური ქორწინებების ბუმია
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს!
ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ადრე ნაც-ტელევიზიები ისეთ „ფეიკს“ აცხობდნენ, ერთი დღე მაინც ქაჩავდა, ახლა, ერთი საათით ვეღარ ძლებს ამათი საცოდავი ბოროტი სიახლეები
გია აბაშიძე „ფორმულას“ ტყუილზე: არაა გასაკვირი მორიგი დეზინფორმაცია და კარგია, „ქართული ოცნებისადმი“ არცთუ დადებითად განწყობილი ევროპელი ჟურნალისტი აღიარებს, რომ ნაცპროპაგანდა სიყალბეს ავრცელებს
არქივი