გია აბაშიძე: სახეზეა მორიგი ოქსიმორონი - ქართულ მართლმსაჯულებაში "ვეტინგის" პროპაგანდისტი ევროკრატები მწვანე დერეფანს აძლევენ მრავალგზის კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 02 აპრილი 2024, 15:16
ის, რომ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი კიევმა შეიფარა და თანამდებობა უბოძა პროკურატურაში ცალკე ანტიქართული ფენომენია, მაგრამ კანონის უზენაესობაზე, მართლმსაჯულების გაჯანსაღებაზე "მქადაგებელი" ევროპისგან კატეგორიულად მიუღებელია მისთვის გადაადგილების თავისუფლების მინიჭება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ვიზიტს ჰააგაში.
ანალიტიკოსის თქმით, სახეზეა მორიგი ოქსიმორონი - ქართულ მართლმსაჯულებაში "ვეტინგის" პროპაგანდისტი ევროკრატები მწვანე დერეფანს აძლევენ მრავალგზის კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს. მანვე აღნიშნა, რომ ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები არის და იქნება ის მიუღებელი მოცემულობა, რომლის გამოც დემოკრატიაზე ნებისმიერ დისკუსიაში შესვლა აზრსაა მოკლებული.
„სახეზეა მორიგი ოქსიმორონი - ქართულ მართლმსაჯულებაში "ვეტინგის" პროპაგანდისტი ევროკრატები მწვანე დერეფანს აძლევენ მრავალგზის კრიმინალ ზურაბ ადეიშვილს.
ის, რომ ძებნილი ზურაბ ადეიშვილი კიევმა შეიფარა და თანამდებობა უბოძა პროკურატურაში ცალკე ანტიქართული ფენომენია, მაგრამ კანონის უზენაესობაზე, მართლმსაჯულების გაჯანსაღებაზე "მქადაგებელი" ევროპისგან კატეგორიულად მიუღებელია მისთვის გადაადგილების თავისუფლების მინიჭება.
ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები არის და იქნება ის მიუღებელი მოცემულობა, რომლის გამოც დემოკრატიაზე ნებისმიერ დისკუსიაში შესვლა აზრსაა მოკლებული.
ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმური შეკითხვაა - ნაცკრიმინალებისთვის (კეზერაშვილი, ადეიშვილი, გვარამია და მათნაირები) ევრობენეფიტები ევროპასთან უფრო გვაახლოებს თუ გვაბრკოლებს?.. P.S. სიმბოლურია ზურაბ ადეიშვილის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შენობაში ყოფნა. იქაურ საკნებსაც გაეცნოს დეტალურად, ინფრასტრუქტურულად არანაკლები ელოდება საქართველოში“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ბაიდენისთვის, ასევე, ტრამპისთვისაც ევროპა საჯილდაო მოედანი აღმოჩნდა - ამ პოლიტიკურ უწესრიგობაში საქართველოს აქტიურობის დრო არ არის
დავით ჩიხელიძე: აუცილებელია, საგამოძიებო უწყებებმა დაიბარონ გიორგი გახარია, რომელმაც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ზურაბიშვილი ვაშინგტონის ხელში ახალი პაიკია - აზერბაიჯანელი ექსპერტი
ლევან ნიკოლეიშვილი გახარიასთან "ქართული ოცნების" წევრების დაპირისპირებაზე: კარგად ჩანს ვინ იწყებს ჩხუბს და პროვოკაციას, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების აღსრულების შემაფერხებელი!
გიორგი გამსახურდია: ხალხნო, აზრზე ხართ რა დონეზე აქვთ ძალადობა წახალისებული ამ ვითომ ოპოზიციას? პოლიტიკოსად თვლის თავს ეს გარეწარი გახარია და მეორე პოლიტიკოსი, კარებში ეკითხება მიცანიო? ეს კიდევ, პასუხად ჭიქიან ხელს ურტყამს!
არქივი