ნინო ფოჩხუა „გამჭვირვალობის კანონზე“: დღეს ვერც „რუსული" კანონის ძახილი უშველით, ვერც თითო-ოროლა კაცის ქუჩაში გამოყვანა. კანონი დაინიციირდება და ამერიკის, ევროპის ქვეყნების მსგავსად, ვინც მსგავსი კანონი მიიღო, ჩვენთანაც ამოქმედდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
166 03 აპრილი 2024, 13:58

დღეს ვერც „რუსული" კანონის ძახილი უშველით, ვერც თითო-ოროლა კაცის ქუჩაში გამოყვანა. კანონი დაინიციირდება და ამერიკის, ევროპის ქვეყნების მსგავსად, ვინც მსგავსი კანონი მიიღო, ჩვენთანაც ამოქმედდება, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ დაინიციირების თაობაზე.

ფოჩხუას თქმით, მამუკა მდინარაძის მიერ დღეს დაინიციირებულმა კანონმა შეიძლება შეცვალოს ლგბტ პროპაგანდისთვის „მთავარში" ჩარიცხული ფულის მიზნობრიობა და ეს თანხა დესტრუქციულმა ენჯეოებმა და პოლიტიკოსებმა ქუჩაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ.


„ახლოვდება არჩევნები და გაათმაგდა გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში. ბოლო წვეთი ნიკა გვარამიას განცხადება იყო, „მთავარში" ჩარიცხულ თანხაზე, რომ ამ თანხას არ მოჰყოლია მიზნობრიობა. არა და ყველამ ვიცით, ეს ფული ლგბტ პროპაგანდას უნდა მოხმარდეს და ვიცით რა გვარამიას ვნება კარგ ცხოვრებასთან მიმართებაში, სად წაიღებს ამ ფულს კაცმა არ იცის. პროტესტს არ ჯობია თავად იცოდნენ იმ ადამიანებმა ვინც ამ ფულზეა დამოკიდებული, რა რაოდენობის და რაში იხარჯება ჩარიცხული ფული, რომ გვარამიას მსგავსმა ადამიანებმა საკუთარი ჯიბეები არ გაივსონ. მდინარაძის მიერ დღეს დაინიცირებულმა კანონმა კი შეიძლება შეცვალოს მიზნობრიობა „მთავარში" ჩარიცხული ფულის და ეს თანხა გამოიყენონ დესტრუქციულმა ენჯეოებმა, პოლიტიკოსებმა ქუჩაში არეულობის მოსაწყობად.
დღეს ვერც „რუსული" კანონის ძახილი უშველით, ვერც თითო-ოროლა კაცის ქუჩაში გამოყვანა. კანონი დაინიცირდება და ამერიკის, ევროპის ქვეყნების მსგავსად, ვინც მსგავსი კანონი მიიღო, ჩვენთანაც ამოქმედდება“, - წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე
ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა
დავით ქართველიშვილი: როცა ბრალდებული გამოტანილ განაჩენს კიდევ ახალ დანაშაულს ამატებს, ამ დროს შთანთქმის პრინციპი აღარ მუშაობს - სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობაში კიდევ ხუთწელიწადნახევარი უნდა გაატაროს
შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის განაჩენის ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში შემოპარებამდე, ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წელი
დავით ქართველიშვილი: „დიფ სთეითის“ გავლენის აგენტები დღეს უკვე მათთვის მიუღებელ ვაშინგტონს მაინც მიანიშნებენ, „რამე რომ იყოს“, რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენს მხარეს ხომ დადგებიო
არქივი