სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
თამთა მეგრელიშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: დღეს ამ ინიციატივის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი ერთსულოვანია, რადგან მეტად ინფორმირებულნი არიან და იაზრებენ ამ კანონის მიღების აუცილებლობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 03 აპრილი 2024, 14:06

„კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების აუცილებლობა უმრავლესობის ინიციატივით პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ დაბრუნდა. დღეს ამ ინიციატივის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი ერთსულოვანია, რადგან ისინი მეტად ინფორმირებულნი არიან და იაზრებენ ამ კანონის მიღების აუცილებლობას“, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, დესტრუქციულთა მცდელობა უკვე მოძველებული და გახუნებული ნარატივით - გავაპროტესტოთ "რუსული კანონი" საფუძველს მოკლებულია და მხოლოდ მათო დონორებისათვის საგანგებოდ დადგმული, საჩვენებელი ეიფორია იქნება.

„კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების აუცილებლობა უმრავლესობის ინიციატივით პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ დაბრუნდა. მიზეზი, ქვეყანაში არასამთავრობო სექტორისათვის სხვადასხვა დონორების მიერ გადმორიცხული დიდი ოდენობით ფულია, რომლის გახარჯვაც, შავი ფულის სახით, გრანტის მიზნებს სცდება და უმეტესად პოლიტიკური, ანტისახელმწიფოებრივი დანიშნულება აქვს.

კანონის პროექტით უცხოური ძალად ითვლება უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი; სუბიექტად განიხილება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია; კანონი ფარავს არასამეწარმეო იურიდიულ პირს და მედიას, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა (არ ეხება სპორტულ ფედერაციებს); კანონით მოთხოვნილი ვალდებულება მარტივია - ორგანიზაციამ ყოველი წლის იანვარში წინა წლის შემოსავლების და ხარჯების დეკლარირება უნდა მოახდინოს; დეკლარაციის წარუდგენლობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, 25 000 ლარი (თუ მაინც არ წარადგენს 20 000 ლარი არაუმეტეს თვეში ერთხელ) კანონის მიღების შემდეგ - იმ ორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი 2023 წლის მონაცემებით უცხოეთიდან იყო, ვალდებული იქნებიან კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში წარადგინონ 2023 წლის დეკლარაცია.

დღეს ამ ინიციატივის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი ერთსულოვანია, რადგან ისინი მეტად ინფორმირებულნი არიან და იაზრებენ ამ კანონის მიღების აუცილებლობას. შესაბამისად დესტრუქციულთა მცდელობა უკვე მოძველებული და გახუნებული ნარატივით - გავაპროტესტოთ "რუსული კანონი" საფუძველს მოკლებულია და მხოლოდ მათი დონორებისათვის საგანგებოდ დადგმული, საჩვენებელი ეიფორია იქნება, მარტივი შინაარსით ჩვენ (დონორებო) თქვენს მხილებას ასე ვეწინააღმდეგებით“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა
გია აბაშიძე-ვითომ რუსული კანონის გამპროტესტებელი ადამ კინზინგერი "ქართულ ოცნებას" ვითომ აკრიტიკებს. ექს-კონგრესმენს, ქართველი ლიბძებილების დროებით კუმირს კინზინგერს გაქცეული ნაცჩინოვნიკები არ უხდიან
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან მარტივია დაინახო 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ძალიან მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ საქართველოს შორის, ძალიან მარტივია რადგან რიცხვები არ და ვერ იტყუებიან
დავით ქართველიშვილი რადიკალებს: ქართულ საზოგადოებაში ლეთარგიული ძილიდან გამოიღვიძა ქართულმა გენმა და ქართველობის კოდმა, ასე რომ, ტყუილად ნუ შეწუხდებით
ზურაბ ქადაგიძე სუს-ის განცხადებაზე-საქართველომ ყველა საშუალება და საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენოს ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგის მიღებისთვის. ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნას, დამკვეთები დადგენილი და ქართული მართლმსაჯულების წინაშე მკაცრად პასუხგებული
არქივი