ნანა კაკაბაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: „არა „რუსულ კანონს“! კი ფარას იდენტურ კანონს! - ჩვენ ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ კი არ გვინდა ეს კანონი, არამედ კანონდამრღვევების წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 13 აპრილი 2024, 10:11

ჩვენ ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ კი არ გვინდა ეს კანონი, არამედ იმ კანონდამრღვევების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დარეგისტრირებულები არიან, როგორც არაპოლიტიკური ორგანიზაციები, მაგრამ უცხოურ ფულს ხარჯავენ ქვეყნისათვის დამანგრეველ პოლიტიკაში. ქვეყნის აყირავების, დესტაბილიზაციის, ომის მოწოდების, პოლიციის დაწვის, ქონების განადგურების საქმეში, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ.

კაკაბაძის თქმით, საქართველო მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ ევროპული წესები, თანასწორობა და პარტნიორობა სხვებსაც მსგავსად ესმოდეს, ანუ ისე, რომ ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება ორმხრივი იყოს და არა ცალმხრივი.

„არა „რუსულ კანონს“! კი ფარას იდენტურ კანონს!
რა არის ევროპული წესები

„თავისუფალი ერების ნებაყოფლობით გაერთიანებას ეწოდება საბჭოთა კავშირი“ - ასე ეწერა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში.

ევროკავშირი არის „თავისუფალი ერების ნებაყოფლობითი გაერთიანება“ - ასე წერია ევროკავშირის დამფუძნებელ დოკუმენტში.

ჩემმა თაობამ კარგად იცის, რომ საბჭოთა კავშირისთვის ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვები იყო და იქ ნებაყოფლობით არავინ ერთიანდებოდა, ისევე, როგორც, მიუხედავად კონსტიტუციაში დაფიქსირებული უფლებისა, ნებაყოფლობით საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლებაც მხოლოდ ფიქცია იყო. ამიტომაც მივისწრაფოდით თავისუფალ, დემოკრატიულ დასავლეთში, სადაც შესვლაც ნებაყოფლობითია და იქიდან გასვლაც, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა. თუმცა, ევროკავშირს თავის შემადგენლობაში მისაღებად საკუთარი პირობები გააჩნია. ამ პირობებს საქართველო თითქმის 30 წელია ასრულებს, თუმცა არა ბრმად და მონურად, არამედ საკუთარი იდენტობის, ტრადიციებისა და სუვერენიტეტის დაცვის გათვალისწინებით. ჩვენი წარმოდგენით, ევროკავშირიც დამოუკიდებელი ქვეყნების დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ერების თვითმყოფადობის დაცვის მომხრეა.

შარშან, დეკემბერში, ხომ ამიტომაც მიიღო „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომლის ერთ-ერთი ნაწილია საკანონმდებლო წინადადება (დირექტივის პროექტი) „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არაწევრი სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“.

ჩვენც გულუბრყვილოდ ჩავთვალეთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად ჩვენც უნდა გვეზრუნა ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნების აქტივობის გამჭვირვალობის დაცვაზე, მაგრამ თურმე მთლად ეგრე არ ყოფილა საქმე.

ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ მხოლოდ რუსეთის და ჩინეთისგან წამოსული ფულის გამჭვირვალობით უნდა დაინტერესდეთ, თქვენ კიდევ ყველა ქვეყნიდან წამოსული ფულის გამჭვირვალობა მოინდომეთო? არ გაბედოთ, თორემ პრორუსების იარლიყს მოგაკრავთ და ქვეყანას ავაყირავებინებთ ჩვენს მიერ დაფინანსებულ ნაც-პარტიებს და ნაც-ენჯეოებსო.
მკაცრად გვეუბნებიან, ჩემს ოჯახში თუ გინდა, „აქოური წესები“ უნდა დაიცვაო!

გევიგეთ! მაგრამ როდესაც პასუხობ, „ეგ წესები იმთავითვე დავიცავი, როცა კარზე მოგიკაკუნე, რეკომენდებული ბევრი კანონი მივიღე, კონსტიტუციაც ევროპულ სტანდარტებს შევუსაბამე და დღესაც იმ კანონის მიღებას ვაპირებ, რომელიც აშშ ში თითქმის 100 წელია მუშაობს, შენ წევრ ზოგიერთ ქვეყნებშიც მუშაობს, დანარჩენი წევრი ქვეყნებისთვის მისაღები და კარგია“.

იქიდან პასუხად მოდის, რომ ეგ კანონი, თქვენ ქვეყანას აწყენსო. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჯერ ვერა ვარ თავისუფლების, დემოკრატის, აზროვნების და ზოგადად, განვითარების ხარისხით მათ დონემდე ასული და ამიტომაც, ჯერ ვერ გავუტოლებ მათ თავს.

ასეთი მიდგომით, ჩემი ქვეყნის ღირსება და სუვერენიტეტი ისევე ილახება, როგორც ეს საბჭოეთის დროს ხდებოდა, ოღონდ არაპირდაპირი, შემოვლითი გზით, „მეგობრულად“, „პარტნიორულად“, „ჩემი კეთილდღეობის“ საფარ ქვეშ.
სსრკ-ში მე აღმოვჩნდი დაპყრობის შედეგად და გაცნობიერებული მქონდა, რომ ჩემი სუვერენიტეტი იყო დარღვეული. შენთან მე მოვდივარ ნებით და მესმის ისიც, რომ კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიაში უნდა მქონდეს, მაგრამ თურმე ჰარმონიულობა ჩვენ და თქვენ სხვადასხვაგვარად გვესმის.

ჩვენ ევროპის და ამერიკის წინააღმდეგ კი არ გვინდა ეს კანონი, არამედ იმ კანონდამრღვევების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დარეგისტრირებულები არიან, როგორც არაპოლიტიკური ორგანიზაციები, მაგრამ უცხოურ ფულს ხარჯავენ ქვეყნისათვის დამანგრეველ პოლიტიკაში. ქვეყნის აყირავების, დესტაბილიზაციის, ომის მოწოდების, პოლიციის დაწვის, ქონების განადგურების საქმეში.

თურმე, ჩვენ, როგორც მეორეხარისხოვან სახელმწიფოს, არ გვეპატიება არაფერი, თუნდაც კანონიერი ქმედებები, თურმე ჩვენთან არის აღმოსაფხვრელი კორუფციაც, დეპოლარიზაციაც, პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებებიც, ჩვენთან არ შეიძლება კანონის დარღვევაზე რეაგირება, ხოლო მათთან არც კორუფციაა (გავიხსენოთ გახმაურებული კორუფციის ფაქტები ევროსტრუქტურებში), არც დეპოლარიზაცია, არც პრეზიდენტის იმპიჩმენტი (აშშ-ში წინა პრეზიდენტიც ბრალდებულია და მოქმედის იმპიჩმენტსაც მოითხოვენ), ამიტომ მათ უნდა გვასწავლონ ყველაფერი.
ყველამ დავინახეთ, თუ როგორი მკაცრია აშშ-ს „ფარას“ კანონი. როდესაც საქართველოდან შესულ ყველა ცენტზე ანგარიში წარადგინა სააკაშვილის ლობისტურმა კომპანიამ, ისინი არათუ დეტალურად აისახა ანგარიშში, არამედ თანხის მიმღებებმა ცალ-ცალკე აღწერეს, თუ რომელ შეხვედრაზე რა საკითხი განიხილა, რომელ ზარზე (საქართველოში აშშ ს საელჩოში) რა კითხა დასვა და რა პასუხი მიიღო. რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრებს, რისი ლობირება უნდა გაეწიათ და ა. შ. ამ ფონზე, წარმოვიდგინოთ, რა რეაქცია ექნებოდა აშშ-ს ხელისუფლებას, თუ გარედან დაფინანსებული ტრენერები ტრენინგების დროს ასწავლიდნენ ამერიკელ მოქალაქეებს, როგორ ეფექტურად უნდა მოხდეს მასების მობილიზება კაპიტოლიუმის დასალაშქრად და რა მეთოდები უნდა გამოიყენონ, ძალადობრივი გზით ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
მოკლედ, ჩვენ მხოლოდ იმას მოვითხოვთ, რომ ევროპული წესები, თანასწორობა და პარტნიორობა სხვებსაც ჩვენს მსგავსად ესმოდეს, ანუ ისე, რომ ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება ორმხრივი იყოს და არა ცალმხრივი.

P.S. არა „რუსულ კანონს“! კი ფარას (FARA) იდენტურ კანონს!“, - წერს კაკაბაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ მიქელაძე: გლობალური ომის პარტიის დავალებით ,,რიგითი" ზურაბიშვილის დაარსებული „ლოკალური ომის ქარტიის“, ,,კასრების" და ,,უჩა აბაშიძის" მორალის ჯგუფების გაერთიანება ვერ შეუცვლის საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტრადიციებს
გია აბაშიძე-ფსევდო-მეგობარი ნეოკოლონიალისტების ტოქსიკური პროპაგანდისა და ე.წ. სანქციების ფონზე, მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული საქართველო ფონს გავა და ფართო რეგიონსაც კეთილდღეობას მოუტანს
ზურაბ ქადაგიძე: ვიტალი-ჯოტო გუგუჩია (ვითომ ფორთოხლის გამყიდველი) იყო მეგის ქარდავას პირადი ზონდერი, მისი ხელდასმული გამომძიებელი ნაცრეჟიმის დროს
რატი იოთამიშვილი - მამუკა მდინარაძე არის პატიოსნების და პატრიოტიზმის მაგალითი, რაც არ უნდა იკადროს კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, შედეგი იქნება მხოლოდ ერთი, საკუთარ ფაშისტურ ბუნებას გვაჩვენებენ
გია აბაშიძე: ბრიუსელისა და სტრასბურგის ოფისებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ევროკრატები საქართველოს უსინდისოდ აბრალებენ ე.წ. პრორუსულობას და თავად არიან რუბლების გავლენის ქვეშ
არქივი