დავით ქართველიშვილი აქციაზე „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმაზე: გაშმაგებული მონები შურს იძიებდნენ ამ ქვეყნის მოსახლეობაზე და ჟურნალისტებზე, რომლებიც საქართველოს თავისუფლებას და სუვერენიტეტს იცავდნენ.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
169 16 აპრილი 2024, 22:52
„საზოგადოება ჯერჯერობით ენდობა ხელისუფლებას და მართლმსაჯულებას და არ სურს ქვეყნის თავისუფლება, ღმერთი და სამშობლო ღია სამოქალაქო დაპირისპირების გზით დაიცვას, თორემ არანაირი პრობლემა არაა თავისუფალი მოქალაქეების კონტრაქციით ამ მონებთან დაპირისპირებისა,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
დავით ქართველიშვილი ეხმიანება პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმას აქციის მონაწილეების მხრიდან.
"ევროპის" სახელით ზომბირებული ბრბო დღეს როგორ ესხმოდა თავს "იმედის" გადამღებ ჯგუფს, ეს იყო ზუსტად რეპრესიული "ევროსაბჭოთა კავშირის" ცოცხალი მაგალითი. გაშმაგებული მონები შურს იძიებდნენ ამ ქვეყნის მოსახლეობაზე და ჟურნალისტებზე, რომლებიც საქართველოს თავისუფლებას და სუვერენიტეტს იცავდნენ. ამერიკელი კლერკი მილერი, რომელიც დღეს იმას კი არ გმობდა და მოგვიწოდებდა - "კონგრესმენი" ელისაშვილი დასჯილიყო, არამედ ბრალისა და მტკიცებულებების გარეშე, ქართველი მოსამართლეები დაგვეპატიმრებინა. და ის იყო ამ შემთხვევაში "ეჟოვისა" და "ვიშინსკის" რეინკარნაცია. საზოგადოება ჯერჯერობით ენდობა ხელისუფლებას და მართლმსაჯულებას და არ სურს ქვეყნის თავისუფლება, ღმერთი და სამშობლო ღია სამოქალაქო დაპირისპირების გზით დაიცვას, თორემ არანაირი პრობლემა არაა თავისუფალი მოქალაქეების კონტრაქციით ამ მონებთან დაპირისპირებისა. ურყევი რწმენა მაქვს, რომ აზროვნების თუ არა, რაღაც ჩემთვის გაუგებარი ინსტინქტების დონეზე, მოსახლეობის ეს ულტრააგრესიული და დაჰიპნოზებული ნაწილი გონს მოეგება. თუ თავისი ძალებით ვერ შეძლებენ - ჩვენი საამაყო პოლიცია მათ ამაში დაეხმარება. ჩვენ კი ჩვენი ძალები და აქციები შემოვინახოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის თავისუფლებისათვის. ნეო-საბჭოთა თუ ევრო-საბჭოთა კავშირი ჩვენ ვეღარ მოგვერევა და თუ საჭირო გახდა, ამას ყველა კოლონიზატორს და მათ ლაქიებს დავანახებთ.“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: შეერთებული შტატების პოლიტიკა დამყარებულია იმაზე, თუ მსოფლიოში როგორ მიაღწევს იმ მიზნებს, რა მიზნებიც მას გააჩნია. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელიც, ღიად შეიძლება ითქვას, ტრამპს მაინცდამაინც არ სიამოვნებს
ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხი დგას უკვე, ან აგრძელებენ მოქმედებას, ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს
შალვა პაპუაშვილი: საგანგაშოა, რომ ევროკავშირის საელჩოს დღემდე არც ერთხელ არ დაუგმია მისი დაფინანსებული პირებისგან მომდინარე ძალადობა, სიძულვილი და დეზინფორმაცია
დავით ქართველიშვილი რადიკალებზე: წლების განმავლობაში მათ პოლიტიკურ აქტივობას ასაზრდოებდა ამა თუ იმ ფონდებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული ფულის ნაკადი
ზონდერებსა და ბიზნეს - რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ
არქივი