დავით ქართველიშვილი: სააკაშვილის კლანის წევრებისაგან განსხვავებით ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები არა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, არამედ ბრიუსელსა და სტრასბურგში ზრუნავდნენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 20 აპრილი 2024, 15:36
სააკაშვილის კლანის წევრებისაგან განსხვავებით ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები არა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, არამედ ბრიუსელსა და სტრასბურგში ზრუნავდნენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, მინდა ახალგაზრდებს მივმართო: თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“. „დავამატებდი: აზროვნების უნარშენარჩუნებულ ახალგაზრდებს. სააკაშვილის კლანის წევრებისაგან განსხვავებით ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები არ იცნობენ: პუტინს, მედვედევს, ლავროვს, ივანოვს, პატრუშევს, რუშაილოს. სააკაშვილის კლანის წევრებისაგან განსხვავებით ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები არა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, არამედ ბრიუსელსა და სტრასბურგში ზრუნავდნენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე. "რუსულად" - ეს ხელისუფლება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ათ წელიწადში ქვეყანას შეიყვანდა СНГ-ში, Таможенный союз-ში, ЕАЭС-სა თუ ОДКБ-ში. ვინც ამ ასოებს ქართულ ან ლათინურ დამწერლობისგან ვერ ასხვავებს, მაშინ რა გაეწყობა: арарусулканонсарарусулканонсарарусулканонсарарусулканонсарарусулканонсарарусулканонс...“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვეტო დავადე ე.წ ოფშორების კანონს და ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
მამუკა მდინარაძე: რაც კარგია შტატებში და ევროპაში, საშინელება საქართველოში - ეს მოცემულობა არ იმუშავებს, გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული და შავი ფულისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა - ევროპული!
თამარ ჩერგოლეიშვილი: დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, ძალიან ჰგავს მაიდანს. ამის მომსწრეები ვართ
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ არაერთი ძალადობის ფაქტები გვინახავს საფრანგეთში, გვახსოვს „ყვითელი ჟილეტების“ აქციაც, კიდევ სხვა აქციები როცა ახალგაზრდებს, ძალის გადამეტებით უსწორდება ადგილობრივი პოლიცია
ეკა სეფაშვილი: დასავლეთისგან ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია, რადგან ჩვენთვის დასავლეთი სამართლიანობასთან და კანონის უზენაესობასთან ასოცირდება
არქივი