სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ზურაბ ქადაგიძე: „მამული, ენა და სარწმუნოება“ - ტრიადას, რომელიც ქართული იდენტობის ქვაკუთხედია და ჭეშმარიტ საქართველოს განასახიერებს, გარედან თავსმოხვეული “ნარატივებით” და პროგრესის სახელით წარმოებული რევიზიით ვერ შეეხებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 22 აპრილი 2024, 14:43
გაინტერესებთ, ხელისუფლების ლეგიტიმაციის მასშტაბი? 29 აპრილს დაელოდეთ!  „მამული, ენა და სარწმუნოება“, რომელი ტრიადაც ქართულ იდენტობის ქვაკუთხედია და ჭეშმარიტ საქართველოს განასახიერებს, გარედან თავსმოხვეული “ნარატივებით” და პროგრესის სახელით წარმოებული რევიზიით ვერ შეეხებით! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ სუვერენული საქართველოს მშვიდობიან მომავალს, ყველაზე ძლიერი დამზღვევი ჰყავს ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებას დაესწრება. 

„გაინტერესებთ, ხელისუფლების ლეგიტიმაციის მასშტაბი? 29 აპრილს დაელოდეთ! მამული, ენა და სარწმუნოება, რომელი ტრიადაც ქართულ იდენტობის ქვაკუთხედია და ჭეშმარიტ საქართველოს განასახიერებს, გარედან თავსმოხვეული “ნარატივებით” და პროგრესის სახელით წარმოებული რევიზიით ვერ შეეხებით!
ვერავინ მოახერხებს საქართველოს უკრაინიზაციას!
ვერავინ მოაწყობს რუსთაველზე მაიდანს!
ვერავინ მოახერხებს რევოლუციასა და ქვეყნის არევას!
სუვერენული საქართველოს მშვიდობიან მომავალს, ყველაზე ძლიერი დამზღვევი ჰყავს და ამიტომაცაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის ყველა უსამშობლო, გენმოდიფიცირებული პერსონა თუ პარტია საქართველოში და გლობალური ომის კონგლომერატი საზღვრებს გარეთ!
გაინტერესებთ ვინ ირჩევს ევროპას მხოლოდ, ქართული სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით?
კარგად დაგვაკვირდით 29 აპრილს!“ - წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: მაშინ, როდესაც ევროპელები ევროპის უსაფრთხოებით არიან შეშფოთებულნი, ქართველებს მშვიდად სძინავთ, სწორედ ამას არ გვპატიობენ
დავით ქართველიშვილი: საქართველომ უარი თქვა ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევაზე. ამიტომაც შეუჩერეს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და გადაისროლეს ეს თანხა იმ NGO ანგარიშებზე, ვინც მეორე ფრონტის გახსნაზე ოცნებობს
გიორგი გამსახურდია: როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ?
თამთა მეგრელიშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული ჯარის დაფინანსება ეგრეთ წოდებულმა პარტნიორებმა შეაჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ომს მშვიდობა ამჯობინა
ლევან ნიკოლეიშვილი: ჯარის დაფინანსება გააჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა, ორმხრივი წვრთნებიც შეაჩერეს იმიტომ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო - ეს არის მარტივი ჭეშმარიტება
არქივი