ზურაბ ქადაგიძე: ფსევდოლიბერალური მედია მუშაობს ასე - დააბრალე, დაადანაშაულე, რეპუტაცია და ღირსება შეულახე, ხოლო თუ რამეა - ერთი ბოდიში მოიხადე და გააგრძელე მოღვაწეობა მომავალ ნაძირალობამდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 23 აპრილი 2024, 10:26

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ მიერ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით მათ გავრცელებულ სტატიაზე მოგვიანებით ბოდიშის მოხდას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

საქმე ეხება „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მითითებული იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სახელმწიფომ 20 ჰექტარი ტყე 1 ლარად გადასცა სიღნაღში, მდინარე ალაზნის სანაპიროზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი/ბათუმელებმა“ ბოდიში მოიხადა და მას შეცდომა უწოდა.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, ფსევდო ლიბერალებისგან საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის ბოლო დროს მოხშირდა მიზანმიმართული ცილისწამება თუ დეზინფორმაცია, რასაც ბოლოს უბრალოდ შეცდომას უწოდებენ და ბოდიშს იხდიან ხოლმე, თავის გამართლების მიზნით.

„ჯერ მძიმე დანაშაული დააბრალეს შალვა პაპუაშვილს და ახლა - უი, შეცდომა მოგვივიდაო…

აი, ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ რომ პარალელური დათვლა გააყალბა და მერე ტექნიკურ შეცდომად აღიარა, იგივე ნაძირალობა!

რა პრობლემაა? მთავარია ფსევდოლიბერალურ სექტას წარმოადგენდე.

დააბრალე, დაადანაშაულე, რეპუტაცია და ღირსება შეულახე, ხოლო თუ რამეა - ერთი ბოდიში მოიხადე და გააგრძელე მოღვაწეობა მომავალ ნაძირალობამდე…

აი, ასეთი მედიები აპროტესტებენ გამჭვირვალობის კანონპროექტს და წარმოიდგინეთ - ამათი უცხოური დაფინანსება უცნობია და უკვე როგორი სიბინძურეა, ხოლო, როდესაც გამჭვირვალე გახდება - რა მასშტაბის ნაგავი ამოტივტივდება?!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვეტო დავადე ე.წ ოფშორების კანონს და ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
მამუკა მდინარაძე: რაც კარგია შტატებში და ევროპაში, საშინელება საქართველოში - ეს მოცემულობა არ იმუშავებს, გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული და შავი ფულისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა - ევროპული!
თამარ ჩერგოლეიშვილი: დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, ძალიან ჰგავს მაიდანს. ამის მომსწრეები ვართ
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ არაერთი ძალადობის ფაქტები გვინახავს საფრანგეთში, გვახსოვს „ყვითელი ჟილეტების“ აქციაც, კიდევ სხვა აქციები როცა ახალგაზრდებს, ძალის გადამეტებით უსწორდება ადგილობრივი პოლიცია
ეკა სეფაშვილი: დასავლეთისგან ორმაგი სტანდარტები დაუშვებელია, რადგან ჩვენთვის დასავლეთი სამართლიანობასთან და კანონის უზენაესობასთან ასოცირდება
არქივი