დიმიტრი ხუნდაძე: ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 24 აპრილი 2024, 16:03

ოპოზიციის ლობისტ ევროპარლამენტარებს მათი ფუნქციონირების პერიოდში, იმდენი ევროპის კეთილდღეობისთვის არ უზრუნიათ, რამდენიც ნაცმოძრაობისთვის, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და ამით ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს ეხმიანება.

დიმიტრი ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტარების მოწოდებები და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს, ვინაიდან ამ დეპუტატების რიცხვი, საბედნიეროდ, ცოტაა.

„ევროპელმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ჩვენი თავი ჩვენ არ უნდა გვეყუდნოდეს. საბედნიეროდ, მათი რიცხვი ევროპარლამენტში იმდენად ცოტაა, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი ჩარევის მიუხედავად, მაინც ვერაფერს შეცვლიან. სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის კულმინაციაა რამდენიმე ევროპარლამენტარისაგან საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსის დასანქცირების მოთხოვნა. ბიძინა ივანიშვილზე და დეპუტატებზე უკვე შეჩვეულნი ვართ. აღარაფერს ვამბობ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე, რომლის ადრესატიც უფრო პრეზიდენტი იყო, რადგან მათი ერთადერთი იმედი და უსიტყვოდ ყველაფრის შემსრულებელი დღეს მხოლოდ პრეზიდენტია ქვეყანაში.

ოპოზიციის ლობისტ ევროპარლამენტარებს მათი ფუნქციონირების პერიოდში, იმდენი ევროპის კეთილდღეობისთვის არ უზრუნიათ, რამდენიც ნაცმოძრაობისთვის. იმედია, ამას გაითვალისწინებენ ევროპელი ამომრჩევლები და მოახლოებულ არჩევნებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ანტიდემოკრატიული და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი განცხადებები ევროპარლამენტში უნდა დასრულდეს“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ღმერთი არ არსებობს, ქრისტიანობა სიძულვილისა და ძარცვის იდეოლოგიაა - „OC Media“-ს ჟურნალისტი, ქვიარ აქტივისტი შოთა ხინჩაგაშვილი საკუთარ „ათ მცნებას“ აქვეყნებს
ზურაბ ქადაგიძე გამჭვირვალობის კანონზე: ანა სუბელიანს და ლაშა ბუღაძეს გალობა დააწყებინა კანონმა - მეტი რა უნდა ექნა ერთ კანონს?!
ლევან ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეებზე: ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და ... რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში... ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?!
შალვა პაპუაშვილი: NED-ისა და EED-ის დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი. მათ შორის, პარლამენტზე თავდასხმაში
კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული
არქივი