გია აბაშიძე: ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საზოგადოებას შეახსენა, რა ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან საქართველო და სხვა ქვეყნები - ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება ამ დესტრუქციულ იდეოლოგიას, წარმატებულნი იქნებიან ისინი, ვინც იცავენ სუვერენიტეტს, რწმენას, ღირებულებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 25 აპრილი 2024, 13:54
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრემიერმა საზოგადოებას ისევ შეახსენა, რა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და პროგრესული სამყაროს დანარჩენი ქვეყნები.

ანალიტიკოსის განცხადებით, ფსევდო-ლიბერალიზმმა და მახინჯმა დოგმებმა წალეკა არაერთი ინსტიტუტი მსოფლიოში, თუმცა, საქართველოსთან ერთად, დესტრუქციულ იდეოლოგიას წარმატებით გაუმკლავდებიან ისინი, ვინც სუვერენიტეტს, რწმენას და ღირებულებებს იცავს.

"პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საზოგადოებას კვლავ შეახსენა თუ რა ურთულესი გამოწვევების წინაშე არიან საქართველო და პროგრესული სამყაროს სხვა ქვეყნები. 
ფსევდოლიბერალობამ და მახინჯმა დოგმებმა წალეკეს არაერთი ინსტიტუტი მსოფლიოში. თუმცა, როგორც ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება ამ დესტრუქციულ, გლობალისტურ იდეოლოგიას, ასევე წარმატებულნი იქნებიან ისინი, ვინც იცავენ სუვერენიტეტს, რწმენას, ღირებულებებსა და ტრადიციებს." - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: NED-ისა და EED-ის დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი. მათ შორის, პარლამენტზე თავდასხმაში
კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული
დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთიც აუცილებლად შეცვლის დამოკიდებულებას და საქართველოს მიიღებენ პარტნიორად ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენი კულტურით, სარწმუნოებით და ეროვნული იდენტობით
ზელენსკი: დასავლელ პარტნიორებს აქვთ ყველაფერი საიმისოდ, რათა უკრაინამ თავისი ხალხი რუსი ტერორისტებისგან დაიცვას
პაატა კვიჟინაძე: ამერიკისათვის ლიდერობის შენარჩუნება უპირატესია. იციან, ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს, მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა სხვის ინტერესებს გაატარებენ
არქივი