ზურაბ ქადაგიძე: ჰააგის სასამართლოს დასანქცირებას განიხილავს ამერიკა, ჰოდა ნურავის გიკვირთ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება და საქართველოს დასჯის მოთხოვნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
314 22 მაისი 2024, 10:45

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აშშ-სახელმწიფო მდივნის პოზიციას ეხმიანება, რომლის თანახმად ამერიკის კონგრესი მზადაა ჰააგის სასამართლოს დასანქცირებაზე იმსჯელოს. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ამ ფონზე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება და საქართველოს დასჯის მოთხოვნა გასაკვირი არაა.

ქადაგიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ფსევდო-ლიბერალური ზღვარგადასული წესრიგის გამო, შექმნილ ტურბულენტობაში, სამწუხაროდ, საქართველოსაც უწევს ფრენა.

„ატყობთ, რა მასშტაბის ეგზისტენციალურ კატასტროფასთანაა დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურა?! ჰააგის სასამართლოს დასანქცირებას განიხილავენ…(ნუ, მიზეზები, მოტივი და სანქციების შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი ცალკე კატასტროფის თემაა) ჰოდა - ნურავის გიკვირთ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება და საქართველოს დასჯის მოთხოვნა.

სრულ სიგიჟეშია გადავარდნილი ფსევდო-ლიბერალური წესრიგი, ყველას და ყველაფერს ემუქრებიან, ვინც მათ უსიტყვოდ არ ემორჩილება… ახლა მაინც ხვდებით, რა მასშტაბის ტურბულენტობაში უწევს საქართველოს ფრენა?! ერთი ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოა ის ქვეყანა, რომელმაც ამ ფსევდო-ლიბერალიზმის დემონტაჟი დაიწყო რეგიონში და შესაბამისად, მსოფლიოში!“- წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ
მართალია „ოცნების“ ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა, მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში!
ჰერჩისკის ჰგონია, რომ ბრიუსელი რასაც ვერ ბედავს ევროპული ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით, საქართველოში გაუვა და ასე არაა
დავით ქართველიშვილი: გახარიას გადაწყვეტილება გაქცეულიყო ემიგრაციაში, იყო აღიარებითი ჩვენების ტოლფასი
"ნაცობა" ნამდვილად არის იდეა ქვეყნის უცხო ინტერესებზე გაყიდვის, ხალხის ფეხქვეშ გაგდების, ყველაფერ ეროვნულთან ბრძოლის
არქივი