2020 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1032 29 მაისი 2020, 11:21

2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია.

2020 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება საქსტატმა გამოაქვეყნა. 

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგის გარდა. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებით.

ამასთან, ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.

„წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 16.6%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 4 თვის საშუალო რეალური ზრდა -3.6%-ია“, - აცხადებენ საქსტატში. 

აპრილში საქონლის ექსპორტი 28%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 39%-ითაა შემცირებული. კლება ფიქსირდება საწარმოთა რეგისტრაციის კუთხითაც. აპრილში სულ 307 საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის აპრილის მაჩვენებელს 93%-ით ჩამორჩება.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სავალუტო ფონდი: პოზიტიური ნიშანია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა და საერთაშორისო რეზერვები შეავსო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
„ხალხის ძალას“ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა
Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა და საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს კი 5.6 პროცენტამდე ზრდის
2025 წლის აპრილის, მონაცემებით საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო წლის ბოლოს ჩვენივე პროგნოზით მისი მოცულობა 4.8 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდება
არქივი